ხალხზე ალერგიული და რეალობით მოწამლული!

რა მჭირს?

ალერგია მაქვს.

რაზე?

რაზე არა ვიზე.. ხალხზე …

აი იმ ხალხზე გეი პარადის გამო თმებს ,რომ იპუტავენ და ვაჟას,ილიას,აკაკის იხსენებენ,ტრიალებენ ალბათ საფლავშიო.

აი იმ ხალხზე ფბ -ზე პატრიარქის სურათებს ,რომ აშეარებენ  რწმენის დასამტკიცებლად და სჯერათ,რომ თუ სურათს არ გააზიარებენ ჯოჯხეთში მოხვდებიან .

აი იმ ხალხზე პირში,რომ გიცინიან და ზურგს უკან შენზე ჭორაობენ .

აი იმ ხალხზე შენთან ,რომ აღარ არიან და მორიგთან შენზე ჭორაობენ .

აი იმ ხალხზე,რომლებიც სპეციალურად აკეთებენ რაღაცეებს შენ გასაღიზიანებლად და რომ ხედავენ შენ არ ღიზიანდები  აქეთ ბოღმით სკდებიან .

აი იმ ხალხზე იმისაც ,რომ შურთ,რომ მე მათი არ მშურს.

აი იმ ხალხე კარგ ადამიანს ,რომ დაინახავენ და ეგრევე ტენიან რაღაცეებს ,რომ თვითონ ანგელოზები გამოჩნდნენ …

მაკვირვებს ამ ხალხის ლოგიკა.

მაკვირვებს თან მწამლავს.

მწამლავს რეალობა .

ტოქსიკურ დაავადებიანი მგონია ჩემი თავი .

მიუხედავად იმისა,რომ არ ვარ ზრდასრული ადამიანი,რომელსაც ნახევარი ცხოვრება გავლილი აქვს და  ყველაფერი არ მინახია,მაინც სულ ვცდილობ ,რომ ჩემი შეცდომები მინიმუმადე დავიყვანო და ერთი და იგივე შეცდომების დაშვებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია .

ძალიან ძნელია,როდესაც აცნობიერებ იმ ფაქტს,რომ ადრე თუ გვიან ყველა გიღალატებს.

ძალიან რთულია უყურო ადამიანს,რომელიც შენთვის ძვირფასი და ახლობელი იყო  ადრე, ახლა კი მის დანახვაზე ბრაზის მეტს ვერაფერს გრძნობ .

უგრძნობი გავხდი და ალბათ ეს კარგია,უფრო ნაკლებად მეტკინება გული და უფრო ადვილად გადავხარშავ ყველაფერს.

აღარ დამწყდება გული იმაზე,რომ ადამიანები იცვლებიან და ძალიან ხშირად ,ისინი  არ აღმოჩნდებიან ხოლმე,ვისაც ჩვენ ვიცნობდით .

ძალიან რთულია იმის დაფიქსირება,რომ  შენს მილიონ კარგ საქციელს და საქმეს ერთი შეცდომა ძირავს . ძალიან რთულია  ეს ყველაფერი .

ხანდახან ვჯდები და ვფიქრობ,როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა ისე,რომ გული ნაკლებად გეტკინოს.

ნეტავ ცხოვრებას მართლა მოჰყოლოდა ინსტრუქცია….

მაგრამ მე მაინც ის ადამიანი ვარ,რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ყურადღებას არ აქცევს რეალობასთან შორს მყოფ ადამიანებს ,არ აღიზიანებს ხალხის სულელობა და თვლის,რომ ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება )))).

0xdk1

 

Advertisements

14 thoughts on “ხალხზე ალერგიული და რეალობით მოწამლული!

  1. მეც შენი ტოლი ვარ,მარი და შენნაირად ვფიქრობ ზუსტად:)ჭკვიანი გოგო ხარ:*:*:*ამ პროვინციალიზმს რა ვუთხარი,მთელს ქვეყანას რომ მოსდებია და ანადგურებს ერს ნელ-ნელა:)ერთი ავადმყოფი ბიჭი დადიოდა და იძახდა,უკან-უკან მივდივართო:)მართალი აღმოჩნდა…

    • პირველ რიგში კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მარიმგას ბლოგზე ^_^
      დიდი მადლობა კომენტარისთვის , თავს უკვე ინტელექტუალურ უმცირესობაში ვგრძნობ და მიხარია შენნაირი ადამიანები ,რომ გამოჩნდებიან ხოლმე)))
      კატასტროფა ხდება ჩვენს ქვეყანაში და უკვე აუტანელი ხდება. აქამდე ჩვენი ასაკის ხალხს არ გვეხებოდა ,ეხლა კი ჩემი 10 წლის დაც ჩართულია ამ მარაზმში:/
      მაგრამ იმედია, ყველაფერი მოგვარდება ❤
      გაიხარე ,საყვარელო! :*
      გამომიარე ხოლმე ❤

      • არაფერს ჩემო კარგო:):* ხშირად ვგრძნობ ჩემნაირი ადამიანების ნაკლებობას,არა იმიტომ რომ კარგი ვარ,უბრალოდ,არ მოიძებნება ისეთი,ვისაც მივენდობი და უსიტყვოდ გამიგებს:))რაც შეეხება მარაზმს,მარაზმი ყოველთვის სუფევდა საქართველოში;)გაუნათლებლობის ეპიდემია იყო,არის და იქნება:)ეს ყოველ წამს იგრძნობა:)უბრალოდ უნდა მიმოვიხედოთ:)ხშირად მესმის ფრაზები:,,მე ქართველი ვარ(ამაყი მზერით)”, ,,ქართველი კაცი განთქმულია ინტელექტით” და ა.შ,ეს ყველაფერი ამპარტავნებიდან მოდის,ნამდვილი ქართველი ,,მათრახს არ დაირტყამსო” ნათქვამია:D:D:D:D

  2. საინტერესო ბლოგია და ძალიან ჭკვიანი გოგო ჩანხარ.
    საშინელება მხოლოდ ისაა, რომ საქართველოში ვერაფრით დამყარდა სიმშვიდე და ნორმალური სიტუაცია, რომ ბავშვები და მოზარდები ტრავმირებულები არ გაიზარდონ :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s