დღეს

დღეს საბოლოოდ გამოვემშვიდობე სკოლას.ქართულის თემა დავწერე და ამით დასრულდა ჩემი ვიზიტები სკოლაში,სექტემბრამდე.

დღეს ნათია და ლიკა იყვნენ ჩემთან და ბევრი ვილაპარაკეთ.დავიღალეთ.

დღეს რაღაც საოცრება ამინდი იყო .ხან წვიმდა…ხან ქარი ამოვარდებოდა…ხან მზე გამოანათებდა….  ….ბოლოს მაგრად დასცხო და შეგრძნება მქონდა,რომ ამ წვიმამ ჩემში ყველაფერი ჩამორეცხა მიუხედავად იმისა,რომ სახლში ვიყავი და წვიმის არცერთი წვეთი არ მომხვედრია …

დღეს რაღაც სიმღერა ავიკვიატე და მთელი დღეა მისი თანხლებით ვმოძრაობ….

დღეს იმ ადამიანის ზარი დავტოვე უპასუხოდ,რომელიც ყოველთვის ცდილობს ჩემს გამხიარულებას და ცხოვრების აზრზე მოყვანას.მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ დღეს ამას ვერ მოახერხებდა,პირიქით ნერვებს მოვუშლიდი და ჩემს განწყობაზე გადმოვიყვანდი..

დღეს ჩემი და ოთახიდან გავაგდე, იმის გამო ,რომ მთხოვა მუსიკას ჩაუწიეო…

დღეს ყველას უბრალოდ ვესვრი პასუხებს ზრდილობის გამო.

დღეს ყველა მეზარება. დღეს  არავის ნახვა არ მინდოდა.დღეს არავის გაგონება არ მინდოდა.

დღეს უბრალოდ სახლში მარტო ყოფნა მინდოდა…

დღეს ,უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ .ფილმები გადმოვწერე და ამაღამ ჩავუჯდები,საერთოდ არ ვაპირებ დაძინებას.წუხელ მთელი ღამე გავათენე და გამთენიისას დავწექი… ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ნელ-ნელა თენდებოდა.. 04:54-ზე წვიმა წამოვიდა. 7წუთი წვიმდა ზუსტად და მერე ისევ შეწყდა.

დღეს დილით ფილმის დასასრულს ,სენტიმენტალური ფინალი გადამეშალა თვალწინ..ლეპტოპი დავხურე ,ოთახში შუქი ჩავაქვრე,ჩემი ოთახისკენ გავიქეცი ,ლოგინში ჩავწექი და შეშინებული ბავშვივით ბალიშს ჩავეხუტე..

მე დღეს უბრალოდ ცრემლებს გავექეცი.

მე დღეს უბრალოდ  ძალიან დავიღალე…

ნეტავ ეს ყველაფერი მხოლოდ დღეს ხდებოდეს და სხვა დღეები ისეთივე კარგი და წყნარი იყოს,როგორც ბოლო ბედნიერ პერიოდში.

მე დღეს უბრალოდ ცრემლებს გავექეცი …

199122_482080871846142_1679058452_n

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s