კახეთისკენ ჰერი,ჰერი )))

დღეს 6 ივლისია და როგორც იქნა დადგა ის ნანატრი დღე ძალიან გადატვირთული წლის შემდეგ,როდესაც მე ჩავალაგე ბარგი და მოვემზადე ხვალინდელი მგზავრობისთვის .

ხვალ კახეთში მივდივარ,სოფელ გრემში .ძალიან მიყვარს გრემი თავისი მაცხოვრებლებით . ეს სოფელი სავსეა ჩემთვის საყვარელი ადამიანებით .

ზუსტად ვიცი,რომ იქ ძალიან კარგად დავისვენებ .

გრემში მელოდება ბევრი სიცილი,გართობა და თავისუფლება .

ბარგი ჩალაგებულია. 4წიგნი გადავდე იქ  წასაკითხად.

გული მიგრძნობს ,რომ იქ სტრესს მოვიხსნი და განვიტვირთები, რაც ძალიან მჭირდება .

იმედია სექტემბერში ძალებ აღდგენილი და ხასიათ გამოკეთებული დავბრუნდები .

უკვე წარმოვიდგინე როგორ ვზივარ ღამის 2 საათზე კიბეებზე თბილად ჩაცმული ,ყავის ჭიქით ხელში და როგორ გადავყურებ ჩემი აივნიდან გადაშლილ ხედს.

მმ. 4 დღეში  16 წლის ვხდები და რაღაც არ მომდის ეს ასაკი თვალში .არასდროს არ მყვარებია ჩემი დაბადების დღე და წელსაც არ ველოდები დიდი სიხარულით,ჩვეულებრივად ჩაივლის ეს დღე ,მშვიდობიანად ….ამის დიდი იმედი მაქვს …

ხოდა კიდევ საშინლად არ მინდა ,რომ ეს ზაფხულიც მალე გავიდეს.მინდა,რომ რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს,დასვენება მინდა .

ზაფხულის დღეებო ცოტა ნელა ,რაა:/

თქვენ კი ჩემო საყვარელო მკითხველნო ,ნაყოფიერ და მრავალფეროვან დასვენებას გისურვებთ .

დროებით გემშვიდობებით ,

მუდამ თქვენი ,მარიმგა!

425042_387242881386263_2045593357_n

6 thoughts on “კახეთისკენ ჰერი,ჰერი )))

  1. Rogor dzalian momematre da rogor ver movaxerxe aqamde shentan shemosvla… Ketili mgzavroba, chemo marimga, karg da sasiamovno da ai, ar vici yvelaze magar zafxuls gisurveb!❤ miyvarxar da gkocni! :*

  2. ჩემს სოფელში მიდიხარ..<3
    ხშირად ჩადიხარ?იქნებ გიცნობ კიდეც..
    გამიხარდა ეს პოსტი რომ ვნახე❤

    • კი გრემში ვისვენებ . ძალიან ხშირად ვარ იქ .
      როგორ მაინტერესებს ვინ ხარ და გიცნობ თუ არა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s