09.07.13

გამარჯობათ ბლოგერნო .

ჩართვა მიმდინარეობს კახეთიდან, სოფელ გრემიდან.

აგერ უკვე მესამე დღეა რაც ჩამოვედი და  უკვე ვგრძნობ როგორ დავისვენე და განვიტვირთე .მიუხედავად იმისა,რომ აქ კიდევ დიდ ხანს უნდა ვიყო ,უკვე ძალიან კარგად ვარ .

არ მეგონა ასე უცებ თუ დავიკიდებდი და გადავაგორებდი ყველაფერს,მაგრამ ფაქტია,რომ მართლა ძალიან კარგად  ვარ .

ეხლა მოღრუბლული ამინდია.წუხელ წვიმდა.

გუშინ მე და დიტომ ღვინო დავლიეთ ,ვიცინეთ და ვიცანცარეთ .

დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა მარისთან აივნიდან,რომ გადავძვერი და მთელი ღამე მასთან ვიყავი . მარიმ მარნიდან არაყი მოიპარა ,მე მაცივრიდან ყველი და პური და ასე გლეხურად ვიჯექით მეორე სართულზე და ჩუმად მივირთმევდით….

არაყი,რომ გაგვითავდა მარიმ ღვინო მოიტანა,დალევა მინდა,მაცადეო.

ასე ქეიფში და ლაპარაკში შემოგვათენდა და ისევ აივნიდან გადავძვერი ჩემთან სახლში დილის 6 საათზე,მაცივრიდან დიდი ბოთლით ცივი წყალი ავიღე და ჩუმად ავიპარე ოთახში,რომ არავინ არ გამეღვიძებინა . როგორც კი დავწექი ,ეგრევე გავითიშე და ისეთი გრძნობა მქონდა,რომ მთელი დღე ვიძინებდი ,მაგრამ ვინ გაცდის.დილით ქართულმა მუსიკებმა ,ქათმების კაკანმა,ძროხების ღმუილმა და მოჩხუბარე მეზობელმა,ცოლ-ქმარმა გამაღვიძა. რას ვიზავდი ადგომა დავაპირე დედიკო ყავის ჭიქით ხელში,რომ დამადგა თავზე .ისე მესიამოვნა,რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ .

მერე მარი გადმოვიდა ჩემთან ყავაზე. ჯოკრის თამაში მოგვინდა და გადავრეკეთ იქ,სადაც საჭირო იყო🙂

ჩვენი ჯოკერი საბოლოოდ იმით დასრულდა,რომ  2 ლიტრიანი ლუდი წავაგე ,რომელიც საღამოს უნდა ჩავაბარო .ბევრი კი ვიბუინე გოგომ რა პონტში ვიკისრო  არაა ეგ ქურდული საქციელი -თქო ,მაგრამ სულ ტყუილად. ვნახოთ ერთი საღამოს რას იზავენ ,პრინციპის ამბავია რა ,უბრალოდ მეტი კი არაფერი🙂

ცოტახანში გავემზადები და მარის გავუვლი .მერე მთავარანგელოზისკენ ჩავისეირნებთ და წაგებულ ლუდზე ვიქეიფებთ🙂

ხომ . დღეს 9 ივლისია რაც იმას ნიშნავს,რომ ბოლო საათები დამრჩა იმისთვის,რომ 15 წლის ასაკი მშვიდობიანად ჩავამთავრო . არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე და წინასწარ მეზარება ხვალინდელ ზარებზე პასუხი და ფბ-ზე სრულიად უცხო ადამიანების მოლოცვაზე გაღიმებული მადლობების მოხდა.

ჰმ… უკვე 16 წლის ვხდები და ძალიან მიკვირს ,როგორ გავიდა ეს დრო ასე მალე …. თითქოს გუშინ გავხდი 15 წლის. გუშინდელი დღესავით მახსოვს 13,14 და 15 დაბადების დღეები .

‘’ღამის სიჩუმე ალბათ ჩემს ნატვრას ინახავს ,ამ ვარსკვლავების ფარდა სიზმარშიც მინახავს.წავალ გავყვები სადღაც ბავშობის ნაკვალებს მე ხომ სიყვარულის ზღაპარს ოცნებით ვატარებ . მიფრინავს დრო სადღაც ბავშობა მიყვება ,მიდიან შორს წლები ქცეული სიზმრებად მე მინდა ,რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის ხმაა,სიყვარულს გთხოვ და გამინათე გზაა!’’

ეს ისე ,ხშირად მესმის ეს სიმღერა და ამეკვიატა ,თან თითქოს პოსტის შინაარს შეეფერება და …

არ ვიცი ამ პოსტს ,როდის ნახავთ ,მაგრამ იმედს ვიტოვებ ,რომ  ეს უახლოეს მომავალში მოხდება .

ნაყოფიერ და ჩემსავით მშვიდ დასვენებას გისურვებთ ,უპრობლემოს და ხალისიანს!

მუდამ თქვენი მარიმგა!

IMG_5738

2 thoughts on “09.07.13

  1. მშვენიალური პოსტი იყო, ისეთიც კი, რომ გამამხიარულა :დ
    მომენატრე და მიყვარხარ სასწაულად!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s