მომენტი.

მაშინ ,როდესაც გარშემო ყველას სძინავს აზრები ერთმანეთში ირევა და თავში სრული ქაოსია.

ფიქრები  მიდიან შორს და სადღაც იკარგებიან .

უცებ ფანჯრიდან შემოსული ნიავი სახეზე გედება და გაიძულებს თვალები დახუჭო .

უცებ აცნობიერებ ,რომ ცხოვრება მიდის.არავის არ ელოდება,არავის არ უწევს ანგარიშს,არავის არ ინდობს… ის უბრალოდ მიდის .

სუნთქვა გეკვრება და წამებში მთელი შენი ცხოვრება თვალწინ იშლება.

ბევრ რამეს ნანობ .ბევრი რამით ამაყობ.ბევრი რამ გიხარია და გტკივა .

და უცებ აცნობიერებ,რომ შანსი ,რომელიც გაქვს უნდა გამოიყენო და არ გაუშვა .

ეს მომენტი უნდა დაიჭირო და წასვლის საშუალება არ უნდა მისცე ,თორემ გაქრება .გაქრება და აღარასდროს დაბრუნდება უკან .

და ისევ დარჩება დიდი ტკივილი გულში,რომელიც ყოველი წვიმის წამოსვლის დროს შეგახსენებს თავს და იძულებული იქნები აღიარო,რომ სულელი და დამნაშავე ხარ.

ეს მწარე მოგონება ყოველ ღამე გაიძულებებს ბალიში ცრემლით დაასველო და თავი იბრუნო,რადგან შენი ცრემლი გეზიზღება. გეზიზღება იმიტომ,რომ იცი წლების წინ გქონდა  შანსი ყოფილიყავი ბედნიერი და გეზრუნა დღევანდელ ბედნიერ დღეზე.

ეს უბრალოდ გულიდან წამოსული სიტყვებია,რომელიც დღევანდელობაში არავის სჭირდება და  ხვდები,რომ ამ წამმა უბრალოდ გაიარა .

გაიარა და აღარასდროს აღარ დაბრუნდება .

ეს მომენტი უბრალოდ უნდა დაგეჭირა,მაგრად მოხვეოდა და დამუქრებოდი,რომ არანაირ ცდას არ აქვს აზრი ,შენ მას აღარ გაუშვებ.

აღარ გაუშვებ ,რადგან მის გარეშე უბრალოდ აღარ იქნები . უბრალოდ ვეღარ იარსებებ . უბრალოდ ადამიანის სახეს დაკარგავ და თავს მოსიარულე გვამად იგრძნობ.

რთულია ყოველივე ამის აღიარება .

უცებ დაგბურძგლავს .

შეგცივდება.

ამჯერად კლავიატურა და არა ბალიში ,შენი ცრემლებით დასველდება.

სკამის საზურგეს მიეყრდნობი და სახეზე ორივე ხელს ნელი მოძრაობით ჩამოისმევ ,თითქოს ამ ჟესტის ყველაფრის ჩამორეცხვა და ახლიდან დაწყება გინდა .

მერე უცებ მიხვდები,რომ ილუზიაა ეს ყველაფერი .

თვალს გაახელ და გააცნობიერებ იმას,რომ ცხოვრება არ არის ზუსტად ისეთი როგორიც უნდა იყოს,მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი.ვეღარ შეცვლი იმიტომ,რომ  მომენტი უბრალოდ გაგიფრინდა.შანსი დაიწვა და მისგან ფერფლიც აღარ დარჩა,რადგან ნიავმა წაიღო და ღმერთმა იცის,სად მიაგდო ,გაანადგურა.

დიდი სურვილი გაქვს იმის,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს და თვალს,რომ გაახელ დაინახო სამყარო ,რომელიც ზუსტად ისეთია ,როგორიც უნდა იყოს,ზუსტად ისეთია როგორიც შენ გჭირდება.ზუსტად ისეთი,როგორიც შენ გინდა იყოს …

მაგრამ სამწუხაროდ  ეს ყველაფერი რეალობაა,არ არის ის კოშმარი,რომელიც გაღვიძებიდან  ნახევარ საათში უკვე აღარ გახსოვს .

ძნელია აწმყოზე ფიქრი მაშინ,როდესაც წარსულში დაუმთავრებელი საქმეები დაგრჩა და ეს გაწუხებს . ძნელია,რადგან გიყვარს წარსული და ისევ ბანალური ფრაზით და დამწუხრებული სახით ამბობ,ნეტავ დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდესო…..

დროის  უკან დაბრუნდება სამწუხაროდ არ შეიძლება…სწორედ ამიტომ უნდა ჩავეჭიდოთ მომენტს ძალიან დიდი სიყვარულით და ძალისხმევით ,რომ არ გაგვექცეს….

თორემ…….

ეს მომენტი უბრალოდ გაქრება .

გაქრება და აღარასოდეს აღარ დაბრუნდება 🙂

tumblr_mdc87y2m8O1rgmm2go1_500

Advertisements

4 thoughts on “მომენტი.

  1. “სუნთქვა გეკვრება და წამებში მთელი შენი ცხოვრება თვალწინ იშლება.” ეს და “…ნეტავ დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდესო…..” ძაალიან მომხვდა გულზე იმიტომ, რომ სრული სიმართლეა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s