happy birthday dear mum!

დღეს ჩემი დედიკო დიდი გოგო გახდა!

სულ მეამაყებოდა,რომ ჩემს ნაცნობებში და მეგობრებში ყველაზე ახალგაზრდა დედიკო მე მყავდა!

დღეს მთელი 34 წელი შეუსრულდა.

სიტყვებით ვერც კი წარმომიდგენია როგორ უნდა გადმოვცე მადლიერება და ის დიდი სიყვარული რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ!

დედაჩემი ყველაზე დიდი იმედია ჩემთვის . ყოველთვის ახერხებს , ყველაზე რთულ მომენტშიც კი იპოვოს ის სიტყვები,რომლებიც ყველაფერს დამავიწყებს და რაღაც მომენტში მგონია,რომ მთელი მსოფლიო ჩემს ხელთაა!

ხშირად მესმის მისგან ,რომ სანამ ის ცოცხალია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ არაფერი გამიჭირდეს და რაც შეიძლება კარგად ვიყო .

დედაჩემი ჩემი ზურგი და დიდი იმედია ყველასთან და ყველა საკითხში .

რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო დედაჩემზე ჩემს თავს მაინც ვერ მივცემ იმის უფლებას,რომ ვთქვა საუკეთესო მეგობარია ჩემთვის -თქო,მაგრამ  ერთ-ერთი კარგი მეგობარი ნამდვილად არის ,რადგან ჩემი ცხოვრების თითოეული დეტალი თუ არა უამრავი რაც იცის. ყოველთვის ყველაფერს ვუყვები და ამით უფრო მიადვილდება ცხოვრება . რაც მთავარია მიგებს .. ხშირად ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს ,რადგან 50 წლიანი ასაკობრივი სხვაობა არ გვაქვს🙂

ძალიან ბედნიერი ვარ ,რომ ასეთი დედა მყავს .ალბათ ყველა შვილს ძალიან უყვარს დედა ,მაგრამ მე ჩვენს ურთიერთობაში რაღაც მაინც განსხვავებულს და განსაკუთრებულს ვხედავ რასაც სხვებიც ხშირად აღნიშნავენ …

მოკლედ.

ძალიან,ძალიან დიდი სურვილი მაქვს ,რომ დედაჩემს ძალიან დიდხანს ვხედავდე ასეთ ახალგაზრდას. მინდა,რომ ბედნიერი დედა იყოს და წლებიც შემდეგ დავაფასო მისი ღვაწლი და იამაყოს ჩემით .მინდა ბედნიერი ქალი იყოს რაც ყველაზე მთავარია .

მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და თავისი ყველა ოცნების ასრულება .

მეც დავპირდი რაღაცეებს და დიდიი გოგო,რომ გავიზრდები და მუშაობას ,რომ დავიწყებ აუცილებლად შევასრულებ ჩემს პირობებს🙂🙂🙂🙂

დეე,ძალიან მიყვარხარ!

გილოცავ!

76911_143603352464196_1851807498_n

 

 

5 thoughts on “happy birthday dear mum!

  1. ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გიმყოფოს შენი დედიკო! თითქმის ჩემი ტოლი ყოფილა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s