ზამთარში გადაბარგება …

558280_517036201699996_763663515_n

 

სიცივეს ,რომ გრძნობ და სული ,რომ გეყინება ,ის მომენტი .

არ მესმის ადამიანების ,რომლებსაც ეს სიცივე ათბობთ .

მზის ადამიანი ვარ და მზად ვარ მოვკლა ყველა,ვინც იტყვის,რომ მზე აწუხებს .

ხოდა აცივდა ,აცივდა ჩემშიც.

არ ვარ მზად გაშიშვლებულ ხეებს ,წვიმიან დღეებს და ჩათბუნულ ადამიანებს ვუყურო .

არ ვარ მზად ჩემი ფარფატა სარაფნები და უსაყვარლესი მაისურები ,ზაფხულამდე გვერდზე გადავდო .

არ ვარ მზად ქოლგით ხელში ვიარო ..

აი მოვიდა ის დრო,უზომოდ ,დაუთვლელად მილიონ ჭიქა ცხელ ყავას(ჩაის)რომ ვსვავ ,ხოლმე და ამით ვითბობ ორგანიზმს….

მაგრამ სამწუხაროდ არც ამინდი არ ითვალისწინებს ჩემს სურვილებს,ისევე როგორც ბევრი ადამიანი .

მზად არ ვარ ,მაგრამ იძულებული ვარ ყველაფერ ამას შევეჩვიო .

მაძლებინებს ჩემი პოზიტივი ცხოვრებისადმი…

მჯერა,რომ გაზაფხული მალე მოვა და ისევ გამაღვიძებს დილით ოთახში შემოჭრილი მზის სხივი …

ისევ მოვა ნათელი,დიდი და თბილი დღეები .

მანამდე კი თბილად ჩავიცმევ ,ზაფხულის დღეებს გავიხსენებ ხშირად,რათა გავთბე და  დაველოდები შაბათ-კვირას,რომ ნეტარებაში,სითბოში და წიგნის კითხვაში მოვიკლა ჩემი დასვენების დიდი სურვილი .

თქვენ კი, ჩემთვის უცნაურო ადამიანებო, თქვენთვის საყვარელი ზამთრის და შემოდგომის ტკბილად გატარებას გისურვებთ ..

მაგრამ გახსოვდეთ,რომ ჩემთანაც მოვა გაზაფხული,ძალიან მალე!

მუდამ თქვენი მარიმგა !

6 thoughts on “ზამთარში გადაბარგება …

  1. არც მე ვარ ამისთვის მზად, ყველაზე მეტად თხელი მაისურები მენანება.. მოვა ქარების სეზონი, მერე თოვლი, წვიმები, ჭყაპი და უბედურება.. ბრრრ

  2. რატომ, რატომ?!
    ბევრი ჩაი, ყავა, კომპიუტერთან ჩათბობას (უკეთეს შემთხვევაში წიგნთან) რა ჯობია?
    კარგია მზე, მეც მიყვარს, მაგრამ სიცივეშიც შეიძლება იპოვნო სიმშვიდე, თან თუ თოვს კიდეც ^^

  3. თოვსაც აქვს თავისი სთბო..(თუ გიყვარს) როდესაც თოვს ჩემშიც თბება.ვგიჟდები გადათეთრებული გარემოს ყურებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s