lost

ალბათ ყველას ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები,რომლებიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ .

შეიძლება არ გვინდა ამ მომენტის გადალახვა,მაგრამ ვაცნობიერებთ,რომ ეს ის მომენტია,რომელიც ჩვენს მინდა არ მინდა-ზე არ უნდა გადაიწყვიტოს.

ალბათ ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი,როდესაც თავს დაკარგულად და არარაობად ვგრძნობთ…

ცხოვრების ზუსტად ამ ეტაპზე ვარ ….

თავს დაკარგულად ვგრძნობ .

აქამდე ყოველთვის ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ყოველთვის მქონდა უახლოესი 2 დღე დაგეგმილი… სულ ვიცოდი როდის, რა უნდა გამეკეთებინა,რომელ სიტუაციაში როგორ უნდა მოვქცეულიყავი .

ეხლა კი დაკარგული და დაბნეული ვარ …

ეს ის მომენტია,როდესაც საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს როგორ უნდა მოიქცე …..

თითქოს სადღაც რაღაც დასრულდა და ეს გრძნობა ჩემში ყველაფერ ბედნიერს კლავს .

უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო … არ ვიცი დღეს რა უნდა გავაკეთო. არ ვიცი ხვალინდელი დღე როგორი იქნება . წარმოდგენა არ მაქვს ზაფხული როგორი იქნება . არ ვიცი სად და როგორ ვიქნები .

უბრალოდ დაკარგული ვარ  და ეს შეგრძნება მკლავს …

ვაცნობიერებ იმასაც,რომ ადამიანმა ყველაზე რთულ მომენტშიც კი უნდა იპოვო გამოსავალი,მაგრამ მე სამწუხაროდ ვერ ვპოულობ ..

ალბათ ეს ის შემთხვევაა,რომლის გამოსწორებაც არ შეიძლება,უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე.

ხოდა მივდივარ…

ვდგები და მივდივარ ))

large

2 thoughts on “lost

  1. მართალია, ყველას ცხოვრებაში დგება ის მომენტი როცა რთული და დიდი დაბრკოლების წინ მარტო რჩები, თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ ბოლოს როდესაც გაიმარჯვებ მიხვდები, რომ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე გეგონა

    • კი მართალი ხარ …
      უბრალოდ რთულ მომენტებში სიძლიერეს და საკუთარი თავის რწმენას კარგავ ადამიანი და …
      რთულია უბრალოდ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s