სარკეში, მქრქალად..

ამ ბოლო დროს წიგნებს სულ სიკვდილზე ვკითხულობ . არასდროს არ ვყოფილვარ ადამიანი,რომელიც ამბობდა,რომ სიკვდილის არ ეშინია,მაგრამ ამ წიგნებმა დამთრგუნეს,საშინლად.

გუშინ ქართულის შემაჯამებელ წერაშიც კი ,ტექსტი ისეთი მოგვეცა,რომელშიც  სიკვდილის შიშზე იყო საუბარი ..

გუშინ წინ დავასრულე გორდერის ”სარკეში მქრქალად”..

4570

საოცარი წიგნია.ბევრ ისეთ რამეზე დამაფიქრა,რაზეც აქამდე არასდროს არ მიფიქრია. ერთი დიდი ნაკლი მაქვს,საყვარელ წიგნებზე ვერასდროს ვერ ვწერ . არ ვიცი რატომ.ასე,რომ არ იყოს დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდით წიგნის შინაარსს.

უცებ მომინდა,რომ სიკვდილის პირას  ვყოფილიყავი და ანგელოზი მოფრენილიყო ჩემთან,რომელიც ბევრ კითხვაზე გამცემდა პასუხს და მომცემდა საშუალებას ცხოვრება დამეფასებინა და სიკვდილის შიში დამეძლია.

ხშირად ვერ ვაფასებთ იმას ,რაც გვაქვს.ჩვენ ხომ ის ადამიანები ვართ ყველაფერს დაკარგვის შემდეგ ,რომ ვაქცევთ ყურადღებას და მერე ვხვდებით,რომ თურმე ადამიანი,რომელიც გარდაიცვალა გვიყვარდა,შეგვეძლო მოვფერებოდით,დაგვეფასებინა…ჩვენ ხომ ის ადამიანები ვართ,რომლებიც ცხოვრებას საჩუქრად კი არა ,მოვალეობად აღვიქვავთ.მწარე მოვალეობად.. ჩვენ ხომ ადამიანობა სასჯელი გვგონია.

არ არსებობს არცერთი ადამიანის ცხოვრებაში,არცერთი დღე,რომელშიც თუნდაც  პატარა სიხარულის  ნაპერწკალი არ არის,მაგრამ ჩვენ იმდენად ვართ დაკავებულები პრობლემების მოგვარებით და ცუდზე ფიქრით,რომ ცხოვრების პაწაწინა სიხარულს ვეღარ ვამჩნევთ .

ნახევარი საათის წინ დავასრულე ერიკ-ემანუელ შმიტის ”ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი ”…

1378526_620890647954927_220656084_n

ეს ის წიგნია,რომელსაც ნახევარ საათში წაიკითხავ  და თვეობით გაგყვება ემოცია.მიყვარს ასეთი წიგნები .შიგნიდან ,რომ გავსებენ ,ისეთები ….

ღმერთთან სასაუბრო ადგილი რა თქმა უნდა ეკლესიაა.ყოველთვის როდესაც  ეკლესიიდან გამოვდივარ უენერგიოდ ვარ ,თავს იმდენად დაცლილად ვგრძნობ,რომ მგონია საცაა წავიქცევი .ეკლესიაში კი სულ თავბრუ მეხვევა.არ ვიცი რატომ …

წიგნის კითხვის პროცესში მომინდა,ამეღო ერთი დიდი საკანცელარიო რვეული და მასში წერილები დამეწერა.წერილები რომელსაც მხოლოდ ღმერთი წაიკითხავს …წერილები რომლითაც თავს ღმერთთან უფრო ახლოს ვიგრძნობ …ჩემი სიკვდილი შემდეგ კი ჩემი რომელიმე მეგობარი ან ოჯახის წევრი აღმოაჩენს ამ რვეულს ,როგორც ვარდისფერმა ქალბატონმა აღმოაჩინა ,ოსკარის სიკვდილის შემდეგ.

ხოდა ,ეხლა უცებ მივხვდი,რომ სიკვდილის მეშინია .არ ვიცი რატომ,მაგრამ მეშინია.

ბოლოს ხომ ყველა გავქრებით…

წავალთ ,დავიკარგებით ,მოგონებას მივეცემით …

ყველანი გავქრებით.

მეც .

სარკეში,მქრქალად…..

Advertisements

8 thoughts on “სარკეში, მქრქალად..

  1. რატომ ხდება რომ საოცარ ადამიანებს ასე ხშირად არ ვაწყდები?!
    გამახარა სტატიამ. . მე ჩემს ნაწერს ნაბოდიალევს ვეძახი ალბათ შენც, ალბათ იმასაც ფიქრობ ეს სისულელეები ჩმთვის განძიაო და სხვას თუ ოდნავ მაინც შეეხება, პიროვნებას გაუთბობს და დააფიქრებს ჩემი მოვალეობაც შესრულდებაო. . .
    მე ასე ვარ. . არ ვიცი რატომ,თუმცა შენშიც აღმოვაჩინე ჩემი არსების პცირედი ამონაკუწი. . რა თქმა უნდა შენ უფრო მეტი ხარ. . მე უბრალოდ მსგავსებებზე მაქვს აქცენტი გამახვილებული. . .
    ხოოდა. . .
    მადლობა. . . მადლობა რომ გამათბე სიტყვებით და იმედი მაქვს არ შეწყვეტ ჩანაწერების გაკეთებას და მას მხოლოდ უფლისთვის კი არა ჩვენთვისაც გაიმეტებ. . .
    ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s