რატომ არ უნდა გათხოვდეს 16 წლის გოგო ?

დაახლოებით 10 -15 წლის წინ  ძალიან ხშირი იყო არასრულწლოვნების დაოჯახება . ხშირად ინგრეოდა ახალგაზრდა წყვილის ოჯახი გარკვეული მიზეზებისს გამო. მაგრამ ხშირად მყარად აგრძელებდნენ ცხოვრებას.მაგალითად დედაჩემი და მამაჩემი 16-17 წლის ასაკში დაოჯახდნენ და დღემდე ერთად არიან ))).

დღეს, იმდენად ხშირი შემთხვევა აღარ არის,მაგრამ მთლიანად არ მოშლილა ახალგაზრდა წყვილების შეუღლების სისტემა .

ბოლო დროს მომხდარი ამბების გამო ,საჭიროდ ვთვლი,რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი აზრი დავაფიქსირო :))

მე პირადად ამ ასაკში გოგოს გათხოვების დიდი წინააღმდეგი ვარ . ვთვლი,რომ ეს უდიდესი შეცდომაა.მართალია ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და რა თქმა უნდა,ამაშიც არის რაღაც პოზიტივი,მაგრამ ვთვლი,რომ ერთადერთი კარგი რაც ნაადრევმა ქორწინებამ შეიძლება მოგიტანოს არის ის,რომ როგორც იტყვიან ხოლმე,შვილი მოგესწრება :3

ამ თემასთან დაკავშირებით სხვა კარგს ვერაფერს ვერ ვხედავ.ალბათ ახალგაზრდა ,ჩემხელა თინეიჯერი გოგონები,რომლებიც შეყვარებულზე გადარეულები არიან იტყვიან,რომ არაფერი სჯობს საყვარელ ადამიანთან ერთად გაღვიძებას და დაძინებას. კითხვა მიჩნდება: სად გეჩქარებათ? 20 წლის ასაკში ვეღარ გაიღვიძებთ და დაიძინებთ თუ რაშია პრობლემა ?

კატასტროფად მიმაჩნია ის ფაქტი,რომ საშუალოდ განათლებულიც კი არ შეიძლება იყოს 16 წლის გოგო,რომელსაც  სკოლაც კი არ დაუმთავრებია ჯერ . მომავალი ? კარიერა?ელემენტარული განათლება ? თუნდაც , ყველაზე მიზერული,ატესტატი ? ნუ ,რა თქმა უნდა თუ  მაღაზიაში გამყიდველად მუშაობას დაჯერდებით , მთელი გულით ბედნიერებას გისურვებთ :))…

სიყვარული კარგია,ნამდვილად გადასარევია საყვარელი ადამიანის ნახვა დილით,შუადღეს,საღამოს,ზაფხულში,ზამთარში .გეთანხმებით,მართლაც არაჩვეულებრივია ,მაგრამ …

როგორ ფიქრობთ ,თქვენი სიყვარული იმდენად მყარი და ძლიერია,რომ  ყველანაირ პრობლემას გადაიტანს? ვგულისხმობ ფინანსურ პრობლემებს,რომელიც აუცილებლად იქნება ორი გაუნათლებელი ადამიანის შეუღლების შემდეგ, გულის სწორის მშობლეთან ცხოვრებას , გაუგებრობას?

მე პირადად ვერ გადავიტან ამას.

მე ვერ ავდგები დილით ადრე და ქმრის მშობლებს სახლს ვერ დავულაგებ იმიტომ,რომ მეზარება .

მე ვერ დავიწყებ  5 სულიანი ოჯახისთვის საჭმელების კეთებას იმიტომ,რომ მეზარება და თან არ ვიცი 🙂 არ მითხრათ ეხლა ,თავიდან არავინ არ იცის და მერე ყველა სწავლობსო.

მე ვერ ვიცხოვრებ ქმრის მშობლებთან ერთად რადგან არ შემიძლია და არ მინდა.ჩემი მშობლებიც მაღიზიანებენ,მიუხედავად იმისა,რომ არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს სახლში და არ მაქვს ის შეზღუდვები,რომლებიც ჩემს სხვა თანატოლებს აქვთ .

მე ვერ დავჯდები სახლში დედამთილ-მამამთილთან ერთად და ბავშვის აღზრდას ვერ დავიწყებ იმიტომ,რომ მეთვითონ ბავშვი ვარ და თან არანაირი სურვილი არ მაქვს  მთელი დღე ქმრის სამსახურიდან დაბრუნებას ველოდო .

მე ვერ ვიქნები ჩემი ქმრის აფსურდულ სამსახურზე და მისი მშობლების ხელფასზე დამოკიდებული …

ყველაფერი კარგია,რაც კარგად მთავრდება ,არა ? :))))

და ეს ამბავი კარგად დასრულდება ? უფულობა ვერ შეარყევს სიყვარულს ? პრობლემები ვერ დაგავიწყებთ თქვენს სიყვარულს ? შეიძლება ძალიან დავწვრილმანდი,მაგრამ მართლა რეალურ პრობლემებზე ვსაუბრობ .

არ მესმის,რატომ უნდა დაინგრიოს 16 წლის გოგომ/ბიჭმა ახალგაზრდობა ? რატომ უნდა დაანებოს სკოლას თავი,რატომ უნდა დაკარგოს სტუდენტობის წლები , რატომ უნდა დაჯდეს სხვის სახლში, უცხო ადამიანების გარემოცვაში ?დაოჯახების გარეშეც ხომ შეიძლება საყვარელ ადამიანთან ყოფნა?თუ ქართულ მენტალიტეტშია საქმე?

რა თქმა უნდა შეიძლება,რომ ყველაფერი კარგადაც იყოს. არ გააჩინოთ დროებით შვილი,დაასრულოთ სკოლა,შემდეგ ინსტიტუტი , დაიწყოთ მუშაობა , არ გქონდეთ არანაირი პრობლემები ,შეეწყოთ  საყვარელი ადამიანის მშობლებს,დაგეხმარონ შენი მშობლებიც, არ აღმოაჩნდეს საყვარელ ადამიანს ის ცუდი თვისებები ,რომლებიც მასთან ცხოვრებამდე არ იცოდით, და ყველაფერი ჰეფი ენდით დასრულდეს….მაგრამ .ამის შანსი ძალიან ცოტაა და ნაადრევად მიღებული გადაწყვეტილების გამო  იმედების გაცრუება ნამდვილად არ ღირს ჩემი აზრით .

ასე,რომ ისწავლეთ,დატკბით სკოლის,ინსტიტუტის ასაკით .. მიეცით თავს იმის შანსი,რომ იზრუნოთ უზრუნველ მომავალზე… იყოთ წარმატებული ქალი,მიეცით თავს უფლება იყოთ ამაყები.

ასევე აცადეთ თქვენს გულის სწორს ,გახდეს ღირსეული და თქვენი ღირსი ადამიანი …

ამის შემდეგ ნამდვილად ყველაფერი ჰეფი ენდით დასრულდება.

ხოლო თქვენი მეორე ნახევარი,ნამდვილად არსად არ გაიქცევა .

იმედი მაქვს სწორედ ის ვთქვი,რასაც ვფიქრობდი და იმედია  ზუსტად იმას გაიგებთ ,რაც რეალურად არის და  ასაკის შესავამისი წამოფრენები მალე გადაგივლით :)))

დიდი სიყვარულით,მარიმგა ❤

941294_462620020515215_1147965722_n

Advertisements

18 thoughts on “რატომ არ უნდა გათხოვდეს 16 წლის გოგო ?

  1. “მაგრამ მთლიანად არ მოშლილა ახალგაზრდა წყვილების შეუღლების სისტემა” come on!! ეს რა იყო 😀
    მარიიიი, რა გჭირს?? პოზიტივი დამანახე, პოზიტივი..
    გათხოვება/დანიშვნა თავისუფალი არჩევანია, მართალია წუხარ მაგრამ კრიტიკა აქ ზედმეტია. მათ ასე გადაწყვიტეს, მათ ასე გონიათ სწორი, ისინი ფიქრობენ რომ იქნებიან ბედნიერები (და შესაძლოა მათ ეს შეძლონ კიდე). რატომ ასეთი კრიტიკა/ცინიზმი მართლა არ მესმის :/

    • არა ,მართალი ხარ გეთანხმები .მართლა თავისუფალი არჩევანია და ჩემი აზრი არავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის . უბრალოდ მე ეს პოსტი სხვა გაგებით დავწერე 🙂
      ანუ ,არ ვიცი როგორ ავხსნა :დ
      ჩემ პონტში ასე ვთქვათ :დ 🙂 🙂

      • არა იმას კი არ ვამბობ, რომ არ გეთანხმები, პირიქით, შენს აზრს ვიზიარებ 100%ით.. უბრალოდ ჯერ შენი მშობლებიდან რომ ავიღოთ მაგალითი – თურმე მაინც შესაძლებელი ყოფილა ამ შემთხვევაშიც, ძლიერი და მრავალწლიანი თანაცხოვრება 🙂
        P.S შენ დარწმუნდი (სანამ პოსტს დაწერდი) რომ შენს მშობლებს ცხოვრების ერთად დაწყების პირველ ეტაპებზე მათი მშობლებისთვის კაპიკი არ გამოურთმევიათ?? 😛
        P.P.S მესმის ამ პოსტის ბოლო წერტილამდე მაგრამ მგონია რომ შენს მშიბლებსაც აკრიტიკებ იმაში რაც არ დაუმსახურებიათ (ცინიზმითურთ)

      • არა ძალიან ბევრი ისტორია მსმენია ჩემი მშობლებისგან .უფრო დედაჩემის და ბებიაჩემის პრიკოლურ ცხოვრებაზე ცალკე საცხოვრებლად გადასვლამდე :დდ
        ხო ალბათ მშობლების კრიტიკა გამომივიდა მაგრამ მე და დედაჩემი ერთნაირები ნამდვილად არ ვართ და ალბათ მე იმას ვერ (არ) გადავლახავ რაც დაუშვათ მან გადალახა :დ
        პ.ს მაინც მიხარია,რომ ჩემს აზრს იზიარებ ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s