…………….

პარასკევი საღამო,დარდიანი…. ეს ისე , დაწყებისთვის .

მთელი კვირა ამ დღეს ველოდები და ბოლოს ისე გამოდის ხოლმე,რომ არაფრის თავი აღარ მაქვს ,ერთი სული მაქვს ბალიშამდე მივიდე …

ძალიან მიყვარს პარასკევი ,არა ერთხელ მითქვამს.შარშან მგონი ყოველ პარასკევს პოსტს ვწერდი . ალბათ იმიტომ,რომ შარშანდელი ყოველი პარასკევი კარგი და განსაკუთრებული იყო .. წელს ვეღარ ..მეღიმიბა,რომ ვიხსენებ ….

ამინდი მკლავს …. შიგნიდან ენერგიას მაცლის,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არ ვარ სიცივის და წვიმის ადამიანი,რა ვქნა .

6საათზე მათემატიკა მაქვს .სახლში დავბრუნდები  და საღამოს სამზარეულოში მე და დედა ყავას მოვიმარაგებთ და ვიჭორავებთ .. როგორ მიყვარს ასეთი საღამოები..

კვირას  კლასთან ერთად საქეიფოდ მივდივართ. ახალი კლასელის გადმოსვლა უნდა ავღნიშმოთ .  გაერთობა კაცი :)))

”მოდილიან”-ს ვიწერ . დიდი ხანია ამ ფილმის ყურებას ვგეგმავ,მაგრამ სულ გვერდზე მრჩებოდა ,რატომღაც . დღეს ან ხვალ ვუყურებ,აუცილებლად.

წიგნს უნდა ჩავუჯდე ყავის ფონზე, თან ამინდიც შესაფერისია. ზაფხულის ტკბილი დღეები უნდა გავიხსენო )))”ბუზთა ბატონ”-ს ვკითხულობ და უნდა დავსრულო….

ძალიან დაძაბული კვირა მქონდა,ძალიან . ამ ყველაფერს ის დაერთო,რომ ნათლობის ჯვარი დავკარგე და გულში რაღაც ჩამწყდა,ლოგინში ვიპოვე გაწყვეტილი ცეპი. იმედი მაქვს ვიპოვი,უფრო კარგად უნდა მოვძებნო .დედაჩემმა ,იცის ოქრომ მიმალვაო,მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ ჯვრის გარეშე სიარული. უნდა ვიპოვო,თორემ გავგიჟდები!

პოსტს სათაურსაც ვერ ვუფიქრებ, ისეთი არეული ვარ ..უბრალოდ ძალიან მინდოდა წერა,თუნდაც უაზროდ …

მოკლედ.

დალაგდება ყველაფერი,მე ამის მჯერა ))))

სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ …

999290_344829482326142_958526547_n

Advertisements

2 thoughts on “…………….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s