გავა დრო და მოვუყვები შვილებს….

გავა დრო და მოვუყვები შვილებს,რომ მე ძალიან მეოცნებე  თინეიჯერი ვიყავი .მოვუყვები,რომ არც ერთი ღამე არ გამიტარებია ოცნებების და ყურსასმენებში აჟღერებული სიმღერების გარეშე.

მოვუყვები,რომ უცნაურ ბავშვს მეძახდნენ ,რადგან თოვლი არ მიყვარდა და იმის ნაცვლად,რომ ჩემს თანატოლებთან ერთად გარეთ თოვლში მეგორავა,სახლში თბილად ვიჯექი და რომანებს ვკითხულობდი…ან რომანტიულ კომედიებს ვუყურებდი .

მოვუყვები,რომ ჩემი ასაკის ადამიანების უმრავლესობას სულელებად ვთვლიდი და მათ ვერ ვეგუებოდი…

მოვუყვები,რომ ძალიან ამაყი,ამბიციური და მიზანდასახული ვიყავი .რასაც ვამბობდი,ყველაფერს ვაკეთებდი ..და თუ ვერ ვაკეთებდი ,საუკუნო დეპრესია მიპყრობდა.

მოვუყვები,რომ სიყვარულის არ მჯეროდა,მაგრამ მაინც  ძალიან ძლიერი სიყვარული შემეძლო…

მოვუყვები,რომ ისეთი ყმაწვილები მიზიდავდნენ,რომლებიც თავზეხელაღებულ და ”ცუდ” ბიჭებად ითვლებოდნენ ….

მოვუყვები,რომ 16 წლის ასაკშიც მქონდა პირადი  დღიური,რომელიც სიხარულით და ტრაგედიით იყო აღსავსე…

მოვუყვები,რომ არასდროს არ ვაკეთებდი ბრძანებით არაფერს,ვინც არ უნდა ყოფილიყო დამკვეთი :დედა ,მამა,მასწავლებელი,შეყვარებული თუ საქართველოს პრეზიდენტი🙂 …

მოვუყვები,რომ ღამე მიყვარდა.რატომ არ ვიცი ,მაგრამ მიყვარდა.ალბათ იმიტომ,რომ ყველას ეძინა და მარტო დარჩენა შემეძლო.

მოვუყვები,რომ წვიმის დროს ,ფანჯრის რაფაზე ჯდომა ყველაფერს მერჩივნა ….

მოვუყვები,რომ ადამიანებს ვერ ვიტანდი ..მიზეზი ბევრი მქონდა,მაგრამ ამას არასდროს, არავისთან არ ვამხელდი …

მოვუყვები,რომ ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი და სულ რაღაცის შეცვლას ვცდილობდი ჩემს ცხოვრებაში …

მოვუყვები,რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი,მაგრამ შედეგით არასდროს არ ვიყავი კმაყოფილი და ბედნიერი …

მოვუყვები,რომ მთელი ცხოვრება პოზიტივზე ფიქრში გავლიე…

მოვუყვები,რომ 16 წლის ასაკში წიგნის დაწერა გადავწყვიტე და მერე მივხვდი,რომ ეს ამბავი მაშინ უნდა დამეწყო,როდესაც ისტორია საბოლოოდ წერტილ დასმული იქნებოდა…

მოვუყვები,რომ ზაფხულში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო,რადგან ჩემი ცხოვრების ყველა ზაფხული დაუვიწყარი და არარეალური იყო …

მოვუყვები,რომ ყოველ ღამე ვნახულობდი სიზმრებს.ისეთ სიზმრებს,როგორიც მე მიყვარდა . ფერადს და სიყვარულით სავსეს…

მოვუყვები,რომ ახალ წელს,ზუსტად 12 საათზე არაამქვეყნიური სევდა მიპყრობდა ყოველთვის,რატომ არ ვიცი …

მოვუყვები,რომ დრო და დრო ადამიანებში უფრო და უფრო კარგად გავერკვიე და თითოოროლაღა დამრჩა ისეთი პიროვნება,ვისაც მართლა ვენდობი …

მოვუყვები,რომ ისეთმა ადამიანებმა ჩამარტყეს ზურგში დანა,ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი…

მოვუყვები,რომ მე ყველანაირი იმედგაცრუების,ტკივილის და ტრაგედიის გადატანა შემეძლო…

მოვუყვები,რომ ყოველთვის  ძლიერ ადამიანად მივიჩნევდი საკუთარ თავს და არასდროს არავის წინაშე არ ვტიროდი…

მოვუყვები,რომ შუა ღამეს თავში თავისით ლაგდებოდა წინადადებები და მე ჩემებურ პოსტებს ვქმნიდი,რომლებიც ემოციებისგან დაცლაში ძალიან მეხმარებოდნენ …

მოვუყვები,რომ მათმა დედამ ყველა ოცნება აისრულა,ყველა მიზანს მიაღწია და სიამაყით იხსენებს ახალგაზრდობის წლებს!!!

ძალიან ბევრ რამეს მოვუყვები შვილებს…

და რაც ყველაზე მთავარია ,

გავა დრო და აუცილებლად მოვუყვები შვილებს (ჩემივე ისტორიით) ,რომ სიყვარულს ძალიან დიდი ძალა აქვს!!!

1503230_572502922838656_1018032752_n

24 thoughts on “გავა დრო და მოვუყვები შვილებს….

  1. აი,ხო არ გიცნობ,მაგრამ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს პოსტებს და ველოდები მოუთმენლად ახლებს )))

    • დიდი მადლობა.ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის))))
      ვეცდები შევინარჩუნო ბლოგერობის ეს რითმი)))

  2. wow dz dz momewona😀 ♥ ratomgac bevri rame daemtxva imis garda rom siyvarulis uzomod mjera da axali weli dz miyvars. sheizleba Seni posti statusad davdo ratqmaunda wyaros mititebit?🙂

  3. შენთან პირველად ვარ და ამიტომ, კეთილი იყოს ჩემი მაუსი შენს ბლოგზე!😀
    ძალიან კარგად და პოზიტიურად წერ. აი, წაკითხვა რომ გესიამოვნება ისე.^^
    შემოვივლი ხოლმე და იმედია, პოსტებს ხშირად დებ^^

    • კეთილი იყოს.
      დიდი მადლობა )))
      ძალიან ვერ ვაქტიურობ,მაგრამ მთლად აბლაბუდები არ ჩნდება ხოლმე ბლოგზე))))

  4. დღეს დავიწყე კითხვა და უზომოდ მომწონს შენი პოსტები, მგონია ამ ყველაფერს მე ვწერ იმდენად ემთხვევა ყველაფერი განსაკუთრებით ის რომ ვერ ვიტან ადამიანებს ჩემი ჩათვლით, ვარ უზომოდ მეოცნებე და ვამბობ რომ არ მჯერა სიყვარულის სინამდვილეში კი… მოკლედ ძაან მაგარი გოგო ხარ და წარმატებები :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s