უსათაურო.

ხშირად ადამიანები იმაზე ნაკლებს ვამბობთ ,ვიდრე ვფიქრობთ .

ხშირად იმაზე ნაკლებს ვწერ ,ვიდრე მინდა რომ დავწერო .

ხშირად იმის ნახევარსაც არ ვაკეთებთ ვიდრე გვინდა,რომ გავაკეთოთ …

ხშირად იმის ნახევრებიც ვერ ვართ,როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ .

ბოლო პოსტი 19 მარტს დავწერე და იმ დღიდან ვცდილობ ღამე ნაფიქრის ნახევრის ნახევარი მაინც გადმოვიტანო ბლოგზე.

მაგრამ არ გამომდის.

მინდა, ბევრი რამის თქმა მინდა. ბევრი რამის მოყოლა მინდა. დაცლა მინდა ,მაგრამ არ გამომდის.

მთელი ცხოვრებაა აღდგომის დღესასწაულს გრემში ვხვდები,წელს არანაირი სურვილი არ მქონია. გაკვირვებულებმა მიკითხეს, რას ქვია  არ ჩამოდიხარო…

გაზაფხულის დადგომა ჩემთვის ყოველთვის სოფელში წასვლის მოახლოებასთან ასოცირდებოდა და ყოველთვის ბედნიერი დავაბოტებდი წვიმიან დღეებში იმ იმედით,რომ მალე სოფელში წავიდოდი… ახლა სულერთია .

თითქოს არც მინდა  დავისვენო.. თითქოს არც მინდა  გამოანათოს…

ხომ, მუშაობა დავიწყე .. სად ,როგორ,რისთვის რანაირად , არ აქვს მნიშვნელობა.  უბრალოდ  პირველი სამსახურია და ამით მაინც ვარ ბედნიერი … იმედია ყველაფერი კარგად იქნება …

მართალი ყოფილა,გაზრდასთან ერთად სიხარული და ემოციებიც იკლებსო,რომ ამბობდნენ…

ადრე ძალიან ბევრი რამე მიხაროდა,სისულელეებიც კი …

ახლა კი…რავიცი ,სულერთია …

551124_600877929986664_293818647_n

 

Advertisements

2 thoughts on “უსათაურო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s