მოუთოკავი გრძნობების და სიგარეტის მწამს .

მოუთოკავი გრძნობების და სიგარეტის მწამს ….

სიმართლის მწამს…

სამართლის მწამს ….

ყველა მორწმუნე ადამიანის მწამს,არ აქვს მნიშვნელობა ვის ან რას ეთაყვანებიან…მე მათი რწმენის მწამს…

თავისუფალი ნების მწამს….

სურვილისამებრ მოქმედების მწამს…..

დაუფიქრებლობის მწამს…

ფიქრის გარეშე მოქმედების მწამს…

მწამს,რომ ფიქრი ყველაფერს აფუჭებს… უბრალოდ უნდა ადგე და გააკეთო ის,რაც გინდა…

მწამს,რომ ყველა ადამიანს დამსახურებულად მიეზღვევა …..

მწამს,რომ ერთხელ ვცხოვრობ და ისე უნდა ვიცხოვრო,როგორც მინდა….

მწამს ,რომ გათვალისწინების ღირსი არავინ არ არის ….მწამს ,რომ ანგარიში არავის არ უნდა გაუწიო…. მწამს,რომ არავის არაფერი არ უნდა აუხსნა… მაინც ყველას ისე ესმის,როგორც უნდა… აზრი არ აქვს უბრალოდ  ტყუილად საუბარს….

მწამს,რომ ცხოვრება ორ  უცნობიანი განტოლება არ არის და მას ამოხსნა არ სჭირდება ….

მწამს,რომ ადამიანი მაინც მთელი ცხოვრება მარტოა, რა რაოდენობის ადამიანიც არ უნდა ირიცხებოდეს მის ნაცბობებში….

 მწამს,რომ წამსვლელი მაინც წავა ,ხვეწნას აზრი არ აქვს …..

ღამე მთვარის შუქზე სეირნობის მწამს….. 

ფანჯრის რაფაზე ჯდომის და ოცნებების მწამს…

მოუთოკავი გრძნობების მწამს…

სიგარეტის კვამლში გაფანტული აზრების მწამს…..

მხურვალე ჩახუტების და აციმციმებული თვალების მწამს.

მე ჩემი გრძნობების მწამს…

მე ჩემი თავის მწამს….

 მე უბრალოდ ჩემი რწმენის მწამს…..

1623659_585099324912349_1341159857_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s