ძვირფასო დალი მასწავლებელო

სულ ახლახანს გვეუბნებოდით,რომ სექტემბრიდან მიდიოდით და ჩვენს კლასს აღარ ასწავლიდით,რადგან ყველანი ძალიან გიყვარდით და ამის გამო ბევრ შეღავათს გვიკეთებდით …ამბობდით,რომ დასასჯელად ვერ გვიმეტებდით და ეს ჩვენვე გვაზარალებდა… ამ სიტყვების მოსმენისას ვერავინ წარმოიდგენდა ,რომ ასე აპირებდით წასვლას….

2 დღის წინ უთხარით დედაჩემს,რომ  კარგი მომავალი მაქვს და არ ღირს მათემატიკის გამო მისი გაფუჭება და მაქსიმალურად უნდა ვეცადო,რომ ვისწავლო ის რისი სწავლაც წარმოუდგენლად მეჩვენება…

მათემატიკის გამოცდაზე შესვლის წინ ყველას გვიღიმოდით და გვეუბნებოდით,დაეხმარეთ ერთმანეთსო…

სულ ამბობდით,რომ ყველანი ძალიან ჭკვიანები  ვიყავით და თუ მოვინდომებდით  ყველაფერს შევძლებდით …

არც ერთ გაკვეთილს არ ჩაუვლია  თქვენი შთაგონების და დამაიმედებელი სიტყვების გარეშე 4 წლის განმავლობაში …

გამოცდების გამო ძალიან ვნერვიულობდით ,თქვენ კი ღიმილით და იმედიანი თვალებით გვარწმუნებდით,რომ აუცილებლად ჩავაბარებდით…

რომელი ერთი კარგი რამ გავიხსენო თქვენს შესახებ … ასე მგონია,რომ ყველას ძალიან უყვარდით და არ მოიძებნება ადამიანი,რომელიც თქვენზე ცუდს იტყვის… არა იმიტომ,რომ აღარ ხართ .. უბრალოდ იმიტომ,რომ მართლა ძალიან კეთილი,მომთმენი და განსხვავებული ქალი იყავით …

ექიმები 2 დღის განმავლობაში ამბობდნენ,რომ იმედი აღარ უნდა გვქონოდა,მაგრამ  მაინც ყველა ვამბობდით,რომ ძლიერი ქალი ხართ და რახან ჩვენ გვიძლებდით ,ინსულტსაც მოერეოდით…..

მიუხედავად დიდი იმედისა, დიდი სურვილისა, ბევრი ლოცვისა დღეს გვითხრეს,რომ დაგვტოვეთ …

ყველა შოკშია,მათ შორის მეც…

ამ 4 წლის მანძილზე ძალიან მეხმარებოდით,გვერდში მედექით და სტიმულს მაძლევდით …უკვე ვგრძნობ,როგორ დამაკლდებით… არა მარტო მე, ყველას…

კარგი იქნებოდა სიცოცხლეში მოგესმინათ ყველა ის ფრაზა ,რასაც დღეს ჩვენ ვისმენთ თქვენს შესახებ.. ყველას მიერ გადახდილი მადლობა თქვენი მისამართით..კარგი იქნებოდა ამდენი თბილი სიტყვა ყოველდღე გვეთქვა თქვენთვის…

კარგი იქნებოდა თქვენი ოცნება აგეხდინათ და კვლავ გენახათ თქენი სოხუმი … მოგცემოდათ   თქვენს მშობლიურ მიწაზე გასეირნების კიდევ ერთი საშუალება …

მაგრამ სამწუხაროდ ასეთია ადამიანის ბუნება და მას ვერ შევცვლით. სანამ ჩვენთან იყავით საკმარისად ვერ გაფასებდით .. თქვენც ხომ სულ ადამიანობაზე საუბრობდით და ამბობდით ,რომ ეს ყველაზე პირველი და ღირებულია ამ ქვეყნად…

ბევრი რამე ვისწავლე თქვენგან…

თქვენნაირი კეთილი ადამიანი არ უნდა წასულიყო …

თუმცა ცხოვრებაც ასეთია.. ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ასე მალე დაგვტოვებდით,55 წლის ასაკში .

ყოველთვის მემახსოვრებით  როგორც უკეთილესი და უკარგესი ადამიანი .

getImage

 

 

Advertisements

6 thoughts on “ძვირფასო დალი მასწავლებელო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s