ღამე

მიყვარს ღამე. თითქმის ყველას სძინავს და ვისვენებ,ფსიქოლოგიურად …

რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ღვიძავს,მით უფრო ნაკლები სულელური აზრები და სიტყვები ფრიალებს ჰაერში და მეც მით უფრო მშვიდი ვარ .

10-ში 17 წელი შემისრულდება და გავქრები მერე თბილისიდან… ღამე აივანზე წამოვჯდები  და წიგნს წავიკითხავ …ან მუსიკას მოვუსმენ…. ან ფილმს ვუყურებ…ან ვარსკვალევს დავუწყებ დათვლას… დავისვენებ მოკლედ…

ხო,რაც მთავარია გამოცდები ჩავაბარე და მეთერთმეტე კლასში ვარ …..

ეს უკვე ის პერიოდია, მთელი წლის შემდეგ გადამწვარი,რომ ხარ და არავის ნახვა და გაგონება არ გინდა..მიუხედავად იმისა,რომ  მარტოობა არ მიყვარს,სიამოვნებით დავრჩები სულ მარტო ცოტახნით და ეს ფაქტი არანაირად არ იმოქმედებს ჩემზე,ცუდად….

ხო, აღარავის ნახვა და მოსმენა აღარ მინდა… მითუმეტეს,რომ ჭკვიანურს და გულწრფელს ვერაფერს ვერ გავიგებ …

რომ შემეძლოს თავიდან ბოლომდე შევცვლიდი სამყაროს,ჩემებურად … არამგონია ცუდი გამომსვლოდა რამე : ) .

როდესაც ჩემი გონება გადაღლილობის პიკს აღწევს ,უაზრო შიშები მიპყრობს.. იმდენად უაზრო,რომ მეც მეცინება…თან მეშინია…მაგრამ რისი და რატომ არ ვიცი …

არაუშავს,დავისვენებ და გამივლის….

დასვენება მინდა უბრალოდ.

მეტი არაფერი …

ხოდა კიდევ მინდა,რომ ყველაფერი კარგად იყოს,სხვანაირად არ მაწყობს)

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

543813_504872689581254_1890512504_n



 

Advertisements

4 thoughts on “ღამე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s