რაჭა ჩემი სიყვარული ♥

ალბათ ქართველების უმეტესობას, უმცროს თუ უფროს თაობას ,ყველას ნანახი აქვს ძველი ქართული ფილმი ”რაჭა ჩემი სიყვარული ”,რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია…  აქედან გამომდინარე სულ მინდოდა რაჭაში მოხვედრა და ამ ზაფხულს ეს ოცნებაც ამიხდა…

ზოგადად არასდროს არ გამოვირჩეოდი ქართული ,პატრიოტული სულისკვეთებით და არასდროს არ ვსაუბრობდი დიდი სიამაყით ჩვენი ქვეყნის ბუნებაზე..

იმან,რაც წელს ვნახე, სრული გარდატეხა მოახდინა ჩემში …

P1010647

უემოციოდ უყურო,როგორ იფარება ნისლით მთლიანი რაჭა დილაობით , როგორ ამოდის მზე ულამაზესი მთებიდან,როგორ ეფინება მზის სხივები არემარეს შუადღეს ,როგორ ჩადის მზე ,როგორ ღამდება და როგორ ამაყად დაჰყურებს მთვარე ვარსკვლავებით მოჭედილი ციდან ულამაზეს რაჭას  ჩემთვის არარეალური და ყოვლად შეუძლებელია…

თავი სამოთხეში მეგონა.ამას ვერ შევადარებ ზღვას,რომელიც ძალიან მიყვარს … ვერ შევადარებ გურიას,სადაც მთელი ბავშვობა ვისვენებდი და მეგონა,რომ ამაზე მეტი სილამაზე არ არსებობდა….

ჯერ კიდევ ემოციებში ვარ . შემიძლია  მთელი დღე მილიონ ადამიანს მოვუყვე რაჭის შესახებ და არ დავიღალო…

ამ სილამაზეს და გარემოს დაერთო  ისიც,რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად ვისვენებდი და  ყველაფერი იდეალურად იყო … უამრავი კარგი და სასაცილო ისტორიით მაქვს გონება სავსე ^_^… არ ვიცი ამ ემოციებიდან როდის გამოვალ….

OLYMPUS DIGITAL CAMERA

უბრალოდ რაჭა ის ადგილია,რომელიც აუცილებლად უნდა ნახო და შეიგრძნო….

იმდენად დასვენებული და კმაყოფილი ვარ ,მთელი წელი ერთს არ დავიწუწუნებ .

ეს კი ნამდვილად მჭირდებოდა ,იქიდან გამომდინარე რომ რთული წელი მელის …

თავდაჯერებული ვარ და მჯერა,რომ ყველაფერი გამომივა…

რაჭა კი ,ნამდვილად ჩემი სიყვარულია

OLYMPUS DIGITAL CAMERA

2 thoughts on “რაჭა ჩემი სიყვარული ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s