November Rain

იმდენი ხანია პოსტი არ დამიწერია აღარც კი მახსოვს,როგორ იწერება პოსტის შესავალი .

არ დამვიწყებია აქაურობა,უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა … არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,კარგი ზაფხულის შემდეგ ისევ ცივი და დატვირთული დღეები დაიწყო,რომელსაც ჩემდა გასაკვირად ვუმკლავდები…

დღეს პირველი ნოემბერია,ვულოცავ ზამთრის ხალხს ცივი და ბნელი დღეების დადგომას ) … მე გაძლება მომცეს ღმერთმა,ჩემი ზაფხულიც მალე მოვა ^_^ …

ბოლო  1 კვირაა ჩემი ბლოგის მკითხველები მეკითხებიან,რატომ დაანებე წერას თავიო. არ დამინებებია,უბრალოდ დროის და ხალისის უქონლობის გამო ცოტახანი დავისვენე..

ყველაზე მაგარი მომენტია ჩემს ბლოგს ,რომ მახსენებენ..ანუ მარტო ჩემთვის არ ვწერ ❤

ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მაქვს მოსაყოლი, ყველაფერი ჩვეულებრივად და მშვიდობიანად მიდის… იმედია ასე გაგრძელდება…

იმედია წლევანდელ წელს წარმატებით დავასრულებ და  გამოცდებს როგორც ყოველთვის წელსაც ჩავაბარებ…

უბრალოდ დრო არ მყოფნის. მინდა ,რომ უფრო ბევრი დრო მქონდეს..მეჩქარება,მინდა ყველაფერი რისი მიღწევაც მინდა უკვე მოგვარებული იყოს… ვეღარ ვითმენ.. ბევრი რამის დამტკიცება მინდა და დროში ”ვიჭედები ” …

ჰომ… თავის დროზე ყველაფერი იქნება ,მოთმინება მმართებს …

დღეს კი ნოემბრის ერთი ჩვეულებრივი წვიმიანი და მოწყენილი დღეა… თბილად ჩაცმული, ყავის ჭიქით ხელში სახლში ბოდიალი ,რომ უხდება ისეთი …

ვეცდები აქაურობას ნელ-ნელა მტვერი გადავწმინდო და  მარიმგა დავაბრუნო )))

თქვენ კი მშვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ …

სიყვარულით მარიმგა ❤

1378197645_qd201

Advertisements

4 thoughts on “November Rain

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s