ალუბლის წვენი

დეკემბრის სუსხიანი დღე გათენებას არ ჩქარობდა . შაბათი იყო და ჩვეულებრისამებრ   მთელი დღე სახლში მარტო ყოფნისთვის იყო განწირული . მიუხედავად იმისა,რომ საათის ისრები დიდი ხანია დილის 9 საათს აღარ უჩვენებდნენ,გარეთ მაინც ბნელოდა…

წინა ღამით ძალიან გაუჭირდა დაძინება,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან დაღლილი იყო და მთელი დღე ლოგინი ელანდებოდა… ფიქრები ქაოსურად დაესივნენ და  აუტანელ თავის ტკივილამდე მიიყვანეს. ლოგინში დიდხანს წრიალის შემდეგ არ ახსოვს როდის ჩაეძინა .

გარეთ თოვდა. ამაზრზენ სიჩუმეს მოეცვა გარემო…აი ზუსტად ისეთს,თოვლის დროს,რომ იცის ხოლმე…

ხალათში გახვეული ოთახებში უაზროდ დაბორიალობდა. ამ ბოლო დროს მოუსვენრობა და უაზრო მოძრაობები დასჩემდა.

თავის საყვარელ,წითელ და რბილ დივანში მიესვენა უემოციოდ და ტელევიზორი ჩართო ..უხალისოდ რთავდა სხვადასხვა არხებზე.მიუხედავად იმისა,რომ უხასიათოდ იყო საახალწლო რეკლამები მაინც ღიმილს აიძულებდნენ …

ტელევიზორის ”პულტი ” უაზროდ მოისროლა და წიგნი აიღო.ოთახში შემაწუხებელმა სიჩუმემ დაისადგურა და გადაწყვიტა ჩართული ტელევიზორის თანხლებით წაეკითხა წიგნი .

ორჰან ფამუქის ”უმანკოების მუზეუმი ” 2 კვირაზე მეტია თაროზე ედო ისე,რომ ერთხელაც არ გადაუშლია . თავს ძალა დაატანა და კითხვა დაიწყო. მომენტებში ეღიმებოდა,უცნაურად. ვინმეს,რომ შეეხედა ვერ მიხვდებოდა რას ნიშნავდა ეს ღიმილი : კმაყოფილებას თუ  ბანალური ფრაზებით გატენილი წიგნის მიმართ ზიზღს…

წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია ისე გადაწვდა მაგიდაზე დადებულ სიგარეტს და ასანთს … ერთ ღერს მოუკიდა და ნერვიულად ”ამოარტყა”  ” ნაპასები ” ..

უცებ თვალი სიგარეტის კოლოფისკენ გაექცა  .წიგნი დახურა და იატაკზე მოისროლა…

უაზროდ ჩაფიქრებული  ტელეფონის ზარმა  გამოაფხიზლა …

მისი მუდამ პოზიტიური და კარგ განწყობაზე მყოფი მეგობარი რეკავდა :

-ჰეი, რას შვრები? გამოგივლი და გავისეირნოთ.

-მეზარება,ცივა გარეთ.სხვა დროს იყოს.

-ღმერთო რა უჟმური ხარ .

……

ფანჯარასთან მივიდა და ქუჩაში მოსიარულე ხალხს დაუწყო თვალიერება .. ყველაზე და ყველაფერზე ფიქრობდა.

ოთახისკენ მიტრიალდა და ისევ  სიგარეტის კოლოფს მიაშტერდა ,რომელსაც დიდი ასოებით ეწერა ” მოწევა კლავს ‘…

გაეღიმა. თავი გააქნია და ისევ ჩაფიქრდა.

ტელეფონი  აიღო,დიდხანს ათამაშა ხელში და კვლავ თავის ადგილზე დააბრუნა.

სიგარეტის კოლოფს მიუახლოვდა ,ამჯერად ხელში აიღო და კვლავ შეავლო თვალი წარწერას ” მოწევა კლავს ”

ფანჯრისაკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა,ფანჯარა გამოაღო და კვლავ შეხედა კოლოფზე დიდი ასოებით ამობეჭდილ წარწერას ”მოწევა კლავს ”

ისევ ფიქრმა გაიტაცა .დიდხანს იფიქრებდა მარჯვენა ხელი სიცივისგან,რომ არ გაყინვოდა,სიგარეტის კოლოფი სასწრაფოდ მოისროლა ქუჩაში და ფანჯარა ჩაკეტა…

დივანზე თავისუფლად წამოსკუპდა, ტელეფონით იმ მეგობარს დაურეკა და გასეირნება შესთავაზა,რომელმაც უჟმური უწოდა.

ეღიმებოდა ..

სასწრაფოდ გაემზადა და მეგობარს დაუწყო ლოდინი.

უცებ ზარის ხმა გაისმა.კარი გააღო და გარეთ მისი პოზიტივი გაღიმებული იდგა ალუბლის წვენით ხელში :

” ნახე ,შენი საყვარელი ალუბლის წვენი მოგიტანე ”…

1392532_577340022338793_977909763_n

2 thoughts on “ალუბლის წვენი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s