ის გოგო

მის დაბადებას შუშხუნები ნამდვილად არ მოჰყოლია,მაგრამ მთელი სანაცნობო და სანათესაო მეცხრე ცას აწია. დაიბადა  12 წლის ნანატრი გოგო . დედამისი ბედნიერებისგან შოკირებული იყო და ვერ აცნობიერებდა ხალხი რას ულოცავდა ასეთი ემოციებით. მამამისს თავი სიზმარში ეგონა და ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა და იმ რეალობაში დაბრუნდებოდა სადაც ყველა შვილს ნატრობდა .

მას ყველა თავზე დაფოფინებდა ,ყველა მასზე ამყარებდა იმედებს.საუკეთესო ბაღში შეიყვანეს. ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა. ბევრი შურით უყურებდა გოგონას,რომელზეც ყველა ზრუნავდა …

ბავშვობის წლებმა უცებ გაირბინა. შემდეგ იხსენებდა ალბათ ყველაზე უდარდელი ცხოვრება ბაღის ასაკში მქონდაო.

სკოლაში ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჭკვიანი იყო . ნახევარ კლასს უყვარდა და სახლში ყოველდღე საჩუქრებით და ყვავილებით ბრუნდებოდა.

დედამისი კრებაზე ყოველთვის ბედნიერებისგან გაბადრული იჯდა,რადგან კრება მისი 12 წლის ნანატრი შვილის ქებით  იწყებოდა და სრულდებოდა.მშობლებიც შურის თვალით უყურებდნენ,შურდათ რომ გოგონა არამხოლოდ ლამაზი,არამედ ძალიან გონიერი იყო და კლასში ყოველთვის პირველი ადგილი ეკავა.

არც ერთ საგანში არ ემზადებოდა რადგან სკოლაში ყველაზე კარგად სწავლობდა და არ სჭირდებოდა დამატებით  რეპეტიტორებთან სიარული… სკოლიდან ბრუნდებოდა და მთელ დღეს სახლში ატარებდა . სწავლობდა,წიგნებს კითხულობდა,ტელევიზორს უყურებდა და დედას საჭმლის კეთებაში ეხმარებოდა.

ყველას შურდა მისი.ფიქრობდნენ,რომ იდეალური ოჯახის იდეალური შვილი იყო . უდარდელი ცხოვრება ჰქონდა და მუდამ ასე იქნებოდა …

მიუხედავად იმისა,რომ არც ფული აკლდა და არც გარშემომყოფების სიყვარული მაინც თავს ცუდად გრძნობდა..არცაა გასაკვირი 17 წლის იყო,საცაა სკოლას დაამთავრებდა და საერთოდ არ ცხოვრობდა ისე,როგორც  მისი ასაკის გოგონას შეეფერებოდა.

15 წუთით თუ დააგვიანდებოდა სახლში სკოლიდან დაბრუნება ოჯახი პანიკაში ვარდებოდა,მამამისი ხშირ შემთხვევაში მანქანით სკოლასთან ელოდებოდა და ამას იმით ხსნიდა,რომ ეშინოდა თაყვანისმცემლების,რომლებიც ასე დახვეოდნენ თავის შვილს.ამბობდა,რომ შვილს ენდობოდა იმ ბიჭებს კი არა ..

ვერც მეგობრების დაბადების დღეებზე დადიოდა,რადგან მისმა მშობლებმა არ იცოდნენ რა სიტუაცია დახვდებოდათ მათ შვილს იქ,ამიტომ თავს იზღვევდნენ და ამჯობინებდნენ  შვილი სახლში ყოფილი და მათაც მშვიდად და უდარდელად დაელიათ საღამოს ჩაი ..

გოგონა მიჩვეული იყო ამ ყველაფერს,მაგრამ ასაკთან ერთად პროტესტის გრძნობა უფრო და უფრო ეზრდებოდა .

ნელ-ნელა ყველა მეგობარი დაკარგა რადგან ისინი სულ დადიოდნენ,სეირნობდნენ,ფილმებს უყურებდნენ და  ერთობოდნენ.გოგონა ყველას უყვარდა მაგრამ მის გამო სახლში დაჯდომას არავინ აპირებდა .

როდესაც რომანტიულ ფილმებს უყურებდა სახლში , თვალცრემლიანი ოცნებობდა იმაზე,რომ მასაც ჰქონოდა გასეირნების ,საყვარელ ადამიანთან ერთად კაფეში ჩაის დალევის და კინოში ფილმის ყურების შესაძლებლობა …

ყველა სკოლის ბანკეტზე საუბრობდა, გოგონები ყოველ დღე იმაზე საუბრობდნენ რას ჩაიცმევდნენ ბანკეტზე,როგორ მაკიაჟს გაიკეთებდნენ და თმას რას მოუხერხებდნენ …

გოგონა შეგუებული იყო იმ აზრს ,რომ თავისი სკოლის ბანკეტზე ვერ მოხვდებოდა…

მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა,რომ  გაიზრდებოდა,დამოუკიდებელი ქალი გახდებოდა,იმუშავებდა და ისე იცხოვრებდა როგორც მას სურდა .

მამამისს იურისტი შვილი უნდოდა,დედამისს  ექიმი..

გოგონას მომღერლობა სურდა ,ხმაც ხელს უწყობდა,მაგრამ მისი მშობლები ამბობდნენ,რომ მისი ნიჭი ოჯახში მოსული სტუმრების გასაოცებლადაც საკმარისი იყო,მომღერლობა არ იყო სარფიანი და პრესტიჟული პროფესია.

ის შეგუებული იყო აზრს,რომ ისე უნდა მოქცეულიყო როგორც მშობლებს სურდათ .არაფერს არ აკლებდნენ ყველა სურვილს უსრულებდნენ და ხელის გულზე ატარებდნენ… უბრალოდ 12 წლის ნანატრი შვილი იყო და არც იყო გასაკვირი ,რომ მისი მშობლები ასე ღელავდნენ მასზე.

ერთ საღამოს კარზე კაკუნი გაისმა. მისი მეგობარი ლია იყო და ყავის დასალევად ეპატიჟებოდა .გოგოები არიან მოსულები ჩემთან და მინდა თქვენი შვილიც ჩემთან იყოსო. დედამისმა ზრდილობიანი ,მაგრამ მკაცრი უარი ისე სტკიცა, შვილისთვის აზრი არც  უკითხავს …

გოგონას მწარედ გაეცინა. იგრძნო როგორ დაებერა თითოელი ძარღვი,როგორ შენელდა სხეულში სისხლის მოძრაობა,როგორ დაეძაბა სხეულის თითოეული ნერვი … ნერვების დასაწყნარებლად,ყოველთის  ღრმად სუნთქავდა და ეს შველოდა.ამჯერად ამანაც არ უშველა….

1 კვირის შემდეგ დედამისი და მამამისი პანაშვიდზე მოსულ ადამიანებს თავს უქნევდნენ მადლობის ნიშნად ..

დედამისი ტიროდა და ხმამაღლა მოთქვამდა : ” ცოცხალი ყოფილიყო სადაც უნდოდა იქ ევლოო”  ..

🙂

1bcc54716

4 thoughts on “ის გოგო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s