არჩევანი

ყოველდღიურად გვიწევს არჩევანის გაკეთება . არ აქვს მნიშვნელობა ეს არჩევანი  მნიშვნელოვანია  თუ უმნიშვნელო. მაინც გვიწევს .

უმნიშვნელო არჩევანის გაკეთება არც თუ ისე რთულია და ნელ-ნელა გვამზადებს იმისთვის,რომ ადრე თუ გვიან უფრო მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს .

მაგალითად, დილით ვდგებით ,ფანჯარაში ვიხედებით და ვხედავთ როგორ ანგრევს ქვეყნიერებას წვიმა და ქარი . ჩვენი გადასაწყვეტია თბილად გავაგრძელებთ ძილს საყვარელ ლოგინში თუ შევასრულებთ გეგმას,რომელიც იმ დღის განრიგში შედის.

ასევე მაღაზიაში დიდხანს ვდგავართ და ვფიქრობთ,  ვარდის სურნელის სარეცხის საშუალებებზე შევაჩეროთ არჩევანი თუ იასამნისაზე…

რთულია არჩევანი გააკეთო ორ მაისურს შორის ,რომლებიც ძალიან მოგწონს თუმცა ერთმანეთისგან მხოლოდ  ფერებით განსხვავდებიან .

მივადგებით წიგნის თაროებს და ვფიქრობთ, კვლავ რომანი წავიკითხოთ თუ ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნის რაიმე დეტექტივს დავტაცოთ ხელი..

რა ვაჩუქოთ მეგობარს დაბადების დღეზე? ის კოლიე რომელიც მას დიდი ხანია მოსწონს თუ ჩვენი გემოვნებით შევურჩიოთ რაიმე და ამით გავაოცოთ ?

რა ჩავიცვათ კორპორატიულ წვეულებაზე, წითელი  ქვედატანი თუ კლასიკური შავი კაბა ?

4 კილოს მომატების შემდეგ დიეტით დავკავდეთ თუ ვარჯიშით ?

ეს ყველაფერი ელემენტარული და უმნიშვნელოა. თუმცა ნელ-ნელა ვიზრდებით და ყველა ელოდება ჩვენგან უფრო სერიოზულ და კარგად გაანალიზებულ გადაწყვეტილებებს , სერიოზულ პასუხებს სერიოზულ კითხვებზე.

მაშინ ”ვიჭედებით ” როდესაც გვეკითხებიან : რას ელი ცხოვრებისგან?რისი მიღწევა გინდა ?

გულის სიღრმეში ყველამ ვიცით რა და  როგორ გვინდა,თუმცა ამის აღიარება გვეუხერხულება და ვფიქრობთ ,რომ დუმილი ყველაზე კარგი პასუხია, დროებით მაინც .

ამ ყველაფერს თან ერთვის შიში .

შიში იმისა,რომ არაფერი არ გამოგვივა და დროა ფრენას მოვეშვათ  და დედამიწაზე მყარად დავდგათ  ფეხი .

მაგრამ ,

რა უნდა ვქნათ მაშინ, როდეს არჩევანის გაკეთება გვიწევს იმას შორის რაც გვჭირდება და რაც გვიყვარს ?

პასუხი მარტივია ,ხომ? რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ის,რაც გვჭირდება . სიყვარულს კი ეშველება. სხვა რაღაც შეგვიყვარდება და ეგ არის …

თუმცა ეს არც ისე მარტივია .

ყველაზე მეტად ხომ ის გვჭირდება რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს ? როგორი იქნება ჭკვიანი ,გაწონასწორებული,შორს მჭვრეტელი და წინდახედული ადამიანის არჩევანი ?

არ ვიცი….

ეს ის იშვიათია მომენტია,როდესაც შეშინებული ვარ …

მეშინია იმის,რომ დავკარგავ იმას რაც მიყვარს რადგან მგონია,რომ რაღაც სხვა მჭირდება .

ან დავიწყებ იმის კეთებას,რაც მგონია ,რომ მჭირდება და აღმოჩნდები ,რომ ეს საერთოდ არ მჭირდებოდა..

დაგაბნიეთ,ხომ ?   🙂   მეც დაბნეული ვარ..

მეშინია,რომ რაღაცას ვერ დავიწყებ . ან დავიწყებ და ვერ გავაგრძელებ . ან გავაგრძელებ და ვერ დავასრულებ .. ან საერთოდ დავასრულებ ,მაგრამ წლების შემდეგ მივხვდები ,რომ ეს სულაც არ იყო ის რაც მჭირდებოდა და გავაცნობიერებ,რომ ზუსტად ის მჭირდებოდა რაც მიყვარდა ..

მერე ?

ცხოვრება ლატარიაა. ან გაგიმართლებს,ან არა .

წინასწარ ვერავინ ვერ მოგვცემს ვერაფრის გარანტიას. გარანტირებული არავინ და არაფერი არ არის. არავინ იცის რას ვინანებთ და რას არა … არავინ იცის  რა უფრო მომგებიანი იქნება ,მკაცრად  მიღებული გადაწყვეტილებები თუ იმის კეთება რაც გულით გვინდა …

50-50ზეა. ან გაგვიმართლებს , ან არა .

რთულია არჩევანი გააკეთო იმას შორის რაც გჭირდება და  რაც გიყვარს …

თქვენ როგორ მოიქცეოდით ?

85f77eb8d4c2

 

 

 

Advertisements

10 thoughts on “არჩევანი

  1. სერიოზულად მაწუხებს ეგ პრობლემა.. სამწუხაროდ ამჟამად იმას ვაკეთებ რაც სხვას სჭირდება )) ალბათ დიდი ხნის წინ არასწორი არჩევანი გავაკეთე და ვიმკი ))

    • ზუსტად ეგ არ მინდა წლების შემდეგ შენსავით ვთქვა ,რომ ვაკეთებ იმას რაც სხვა სჭირდება და არა მე …. და არ მინდა ვინანო ))) მაგრამ ალბათ ახლა მაგის გარკვევა გამიჭირდება ,ვინანებ თუ არა ))

      • ჩემი აზრით არჩევანი შენ უნდა გააკეთო და მერე თუ შეცდომას დაუშვებ შენს შეცდომაზე მაინც ისწავლი და სხვას არ დაადანაშაულებ.. ))

      • რა თქმა უნდა მე უნდა გავაკეთო არჩევანი,მაგრამ არ ვიცი რა უნდა ავირჩიო,რომ არ ვინანო და ჩემს შეცდომებზე სწავლა არ მომიწიოს… თან შეიძლება ეს ის შეცდომა იყოს,რომელსაც ვერ გამოვასწორებ )

  2. რაც გჭირდება და რაც გიყვარს იმას შორის არასდროს მოგიწევს არჩევანის გაკეთება. და თუ მოგიწია, ესეიგი ის, რაც შენი აზრით გჭირდება, შესაძლოა სულაც არ გჭირდება ან რაც შენი აზრით გიყვარს, უბრალოდ მიჩვევაა და სიყვარულისგან ძალიან შორს დგას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s