კაცი?!

ამას წინათ დედაჩემის მეგობრები იყვნენ მოსულები ჩვენთან . ალბათ არც გაგიკვირდებათ,რომ გითხრათ მთელი დღე არ გაჩერებულან და სულ ლაპარაკობდნენ -თქო .რა თემას აღარ შეეხნენ ,ხან ეს გაიხსენეს,ხან ის … რომ ვუსმენდი და ვუყურებდი ჩემი თავი წარმოვიდგინე წლების შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად და სასიამოვნოდ ჩამეღიმა.

ასე სასიამოვნოდ გაღიმებული ვუსმენდი,მაგრამ  ერთ-ერთმა ისეთი ამბავი მოყვა ტანში ჟრუანტელმა დამიარა , ბრაზისგან შინაგანად ავკანკალდი  და ვიგრძენი, როგორ დამეტყო გაბრაზება სახეზე …

მოკლედ,

ეს დედაჩემის მეგობარი შეესწრო 19 წლის გოგოს ცემის ფაქტს … ამ გოგოს დაახლოებით 40 წლის ქმარმა ისე ”ლეწა ” სახეში,რომ გოგონა სისხლით დაიფარა ..ქმარი უცებ სადღაც გაქრა.დედაჩემის მეგობარი მივიდა დაეხმარა ,წამოაყენა  დახმარება შესთავაზა და უთხრა,რომ პატრულს გამოუძახებდა და  სახლში წაიყვანდა…  გარშემო უამრავი კაცი იდგა, მაგრამ როგორც კი  ქმარი დაბრუნდა ყველა გაქრა …

გოგონა შეშინებული ყოფილა და უთქვამს ,რომ არ გავყვე მომკლავსო… შიში ძალიან დიდი ფაქტორის მქონიეა,მსგავს შემთხვევებში,მოგეხსენებათ და გოგონაც დაუბრუნდა თავის მოძალადე ქმარს …

ვისმენდი ამ ისტორიას და თვალებიდან ბრაზის ნაპერწკლები მცვიოდა.

მომინდა ვყოფილიყავი კაცი,რომელიც უმოწყალოდ სცემდა გოგონას ქმარს,მართალია ძალადობის არანაირი მომხრე არ ვარ ,მაგრამ მსგავს გამონაკლისებში ჩემს თავზე პასუხს ნამდვილად არ ვაგებდი ..

გამაოგნა ქმრის საქციელმა..

გამაოგნა გოგონას გადაწყვეტილებამ დაბრუნებოდა მოძალადე ქმარს მაშინ,როდესაც შეეძლო სხვისი დახმარებით ადამიანური ცხოვრება დაეწყო .

და

ჭკუიდან გადამიყვანა იმან,რომ კაცები  უყურებდნენ როგორ ”იცემა ” 19 წლის გოგონა ,ტკბებოდნენ სანახაობით ,ქმრის დაბრუნების შემდეგ ყველა გაქრა და არცერთს არ გაუჩნდა სურვილი გოგონას დახმარებოდა ან თუნდაც თავის ადგილზე მოესვა ქმარი …

სეირის ყურება ყველას უყვარს ..

ბებიაჩემმა იცოდა თქმა, მე უნდა ვიყო ქალი და ის კაციო ?

მართალიც იყო,ხშირად მებადება მეც მსგავსი კითხვა …

ოტია იოსელიანმა თავის დროზე საკმაოდ ჭკვიანური ფრაზა გვაჩუქა ქართველ ერს :

ოტია იოსელიანი

და ამის შემდეგ , ქართველი კაცების უმრავლესობა სუფრასთან დიდი ყანწით ხელში დადგება და ქართველი ვაჟკაცის სადღეგრძელოს იტყვის ,ამაყი მზერით …

სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს …..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s