ო თ ხ ი …

თბილად მოკალათდით თქვენს სავარძლებში , ჩაის ან ყავას თუ მიაყოლებთ უკეთესი იქნება , უხდება ამ სიტუაციას სითბო ..

ზუსტად ერთი წლის  ჩემი ერთ-ერთი პოსტი შემდეგი სიტყვებით დაიწყო : ” სულ მავიწყდება 19 დეკემბერი ”….

ხომ,წელსაც დამავიწყდა.

საერთოდ მიჭირს თარიღების დამახსოვრება .  დაბადების დღეებსაც  ვერ ვიმახსოვრებ,მხოლოდ უახლოესების მახსოვს ,რომ არა დალოცვილი ფეისბუქი, ალბათ ჩემი ნაცნობების უმრავლესობა ჩემზე გაბრაზებული იქნებოდა,რადგან ვერავის მივულოცავდი ამ დღეს …

ჩემი ბლოგი 19 დეკემბერს  4 წლის გახდა . ასე მგონია შვილის დაბადების დღეზე ვწერ და მინდა რაც შეიძლება  ბევრი თბილი სიტყვა წარმოვთქვა …

მე უბრალოდ ბედნიერებას მანიჭებს  ბლოგზე შემოსვლა და  კომენტარების წაკითხვა. ბედნიერებას მანიჭებენ ის ადამიანებიც ,რომლებიც ამჩნევენ  ჩემს დაკარგვას და მახსენებენ,რომ ბლოგს მკითხველი ყავს და არ შეიძლება  ამის დავიწყება.

ერთი პერიოდი ვფიქრობდი, გადავხედავ ბლოგს და წავშლი უამრავ სულელურ პოსტს-თქო,მაგრამ შემდეგ საბოლოოდ ამოვიგდე ეს აზრი თავიდან,რადგან მინდა ყველაფერი დარჩეს…

მინდა  ჩემს ბლოგზე მოხვედრილმა ნებისმიერმა ადამიანმა ნახოს, როგორ ვიზრდებოდი ბლოგთან ერთად .

ეს უბრალოდ ის ადგილია,რომელსაც ბოლო დროს დიდ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ  დროის უქონლობის გამო,მაგრამ  მაინც ვიცი,რომ ნებისმიერ დროს აქ იქნება,არსად არ წავა და სულ მომისმენს …

ეს ადგილია სადაც ვწერ ჩემთვის  და თან ყველასთვის.

ბლოგზე საბოლოოდ წერა ,რომც შევწყვიტო ( თუმცა მეეჭვება) აქაურობის განადგურებაზე არც ვიფიქრებ,რადგან სასიამოვნოდ გაღიმებული ვკითხულობ ხოლმე  2 -3 წლის წინანდელ პოსტებს .

საერთოდ მიყვარს წარსულში ქექვა ,ალბათ იმიტომ ვაწარმოებ  უკვე 17 წლის გოგო მთელი ცხოვრებაა დღიურებს .. ალბათ, იმიტომ ვკითხულობ წლების წინანდელ  ჩანაწერებს გაღიმებული … მომწონს ჩემი ემოციების  კითხვა და ფიქრი  იმაზე,რომ ის პრობლემა რომელიც მაშინ მაწუხებდა  უკვე მოგვარებულია …

ტრადიციულად არ შემოგთავაზებთ ბანალურ მონაცემებს იმის შესახებ თუ რამდენი პოსტი დავჯღაპნე წელს, რამდენი  კომენტარი მიიწერა ჩემს პოსტებზე და და რამდენი ადამიანი შემობლაყუნდა ჩემს სამყაროში …

უბრალოდ ჩემს თავს ვუსაყვედურებ,რომ უკვე მეოთხე წელია მავიწყდება 19 დეკემბერი და ვუსურვებ ,რომ არასდროს ეგრძნოს ჩემს ბლოგს და მის მკითხველს უჩემობა .

დიდი მადლობა ,რომ ხართ ჩემთან ერთად უკვე მეოთხე წელია❤ !!!

10574486_671754342922277_1968362172101640492_n

4 thoughts on “ო თ ხ ი …

  1. გილოცავ, საყვარელო! ^^

    პ.ს. ისე, მეც სულ მავიწყდება ხოლმე 4 ივნისი :დ
    ენა რომ ჰქონდეთ ამათ, ვერ გადავურჩებოდით :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s