უსათაურო…

დღეს ჩემში წერის სიყვარულმა და ”მუღამმა ” ისევ იფეთქა! მთელი დღეა ვფიქრობ,საღამოს საქმეებს მოვრჩები და მივუბრუნდები ჩემს საყვარელ ბლოგს-თქო !

უკვე 1 კვირაა სკოლა დაიწყო და რა თქმა უნდა დაიწყო ჩემი გაზომბებული მიმიკები, მოძრაობები და  გამომეტყველებები.  ხანდახან  მგონია,რომ ძილისთვის ვარ დაბადებული . ჟურნალისტობა კი მინდა,მაგრამ ძილის ამბავში როგორ გავქაჩავ ნამდვილად არ ვიცი.

წლის ბოლოს საატესტატო გამოცდები მაქვს  ჩასაბარებელი,ამას + სკოლის  ოთხი გამოცდა და ჩემს ტვინში და დღის განრიგში სრული ქაოსია .  მითუმეტეს,რომ არასდროს შემეძლო მათემატიკური საგნების  დამოუკიდებლად და  ადვილად სწავლა,ახლა იძულებული ვარ ჩემი ძვირფასი დრო ქიმია- ფიზიკაზე სიარულში დავხარჯო .

საშინლად გართულდა სკოლის დამთავრება . არ მესმის,  რატომ გვაწამებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,რომ ჩვენი ნერვიული სისტემა საბოლოოდ მოისპოს. სკოლაში ბავშვმა უნდა მიიღოს ს ა შ უ ა ლ ო განათლება და  ეს ამბავი  არ უნდა იყოს ასეთი რთული და კატასტროფულად ნერვების მომშლელი .

არ მესმის, რატომ უნდა ვხარჯო დრო,ენერგია, ნერვები და ფული იმ საგნებზე,რომლებიც არაფერში მჭირდება .  როგორც კი წლევანდელ წელს დავასრულებ და ღმერთის წყალობით ჩავაბარებ ქიმია-ფიზიკას, მაშინვე მოვკრიფავ ერთად წიგნებს და რვეულებს და საზეიმოდ დავწვავ!!!

დღეს  პარასკევია , კვირის ყველაზე საყვარელი დღე ჩემთვის .

ჩემს საყვარელ წითელ სავარძელზე ვარ მოკალათებული და გაღიმებული ვწერ ბლოგზე, გაღიმებული იმიტომ,რომ ძალიან მიხარია  აქ შემოხედვისთვის,რომ მოვიცალე.

რაღაც უაზროდ პოზიტიურ განწყობაზე ვარ ,რატომ არ ვიცი.

ერთადერთი,რაზეც ვფიქრობ წლევანდელი წლის წარმატებით დასრულებაა.

იმედი მაქვს, ყველაფერი ისე გამოვა როგორც ვგეგმავ და 10 წლის შემდეგ ზუსტად იმ მდგომარეობაში ვიქნები,როგორშიც მინდა !

დროებით!

მუდამ თქვენი მარიმგა!

60997_581674605254821_769049598_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s