Old times ..

ბავშობაში გაზრდაზე ვოცნებობდი .

ბაღს ვერ ვიტანდი .დედაჩემს ყოველ დღე ტირილით მივყავდი იქ ,ბებიაჩემი და ბაბუაჩემი კი სულ მიცავდნენ და ცდილობდნენ დედის ”კლანჭებიდან ” ჩემს დახსნას. ბაღი ისე დავამთავრე,რომ  არ შემყვარებია არც ბაღი და არც რომელიმე ბიჭი  .. სხვები მიეჩვივნენ ,მე ვერა …

ბავშობაში წერა-კითხვის სწავლაზე ვოცნებობდი . ყოველთვის მქონდა ბლოკნოტები,რომლებშიც რაღაცეებს ”ვჯღაპნიდი ”,რადგან წერა არ ვიცოდი და მეგონა,რომ რაღაცას მაინც დაემსგავსებოდა ჩემი  მოხაზული რგოლები …

ბავშობაში ახალ წელს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ვხვდებოდი და ნაძვის ხის ქვეშ ჩემი მშობლების დამალული საჩუქრები მელოდებოდა. ბავშობაში სოფელში წასვლის დროს უბედნიერესი ვიყავი .მახარებდა სოფლის თითოეული ბინადარი,კუთხე -კუნჭული , ამინდი ,მზე, ბალახი,ცხოველები …..

ახლა უბრალოდ ემოციებმა იკლეს, ეს წვრილმანები ვეღარ მაბედნიერებს,უბრალოდ ღიმილს მგვრის სახეზე. ახლა ბედნიერებისთვის უფრო მეტი რამ მჭირდება და ამ მეტის მოპოვება ცოტა არ იყოს რთულია…

სკოლაში შესვლა მიხაროდა. ვიცოდი,რომ იქ წერა-კითხვას ვისწავლიდი და სკოლაში მისვლის პირველ დღეს ვიგრძენი,რომ დიდი ვიყავი და ჩემს ოცნებას გაზრდასთან დაკავშირებით ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი… შემდეგ სკოლის დერეფანში უფროს კლასელები დავინახე და მივხვდი,რომ ჩემი სიხარული ნაადრევი იყო. ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი,რომ არც თუ ისე კარგ ადგილზე მოვხვდი .. აქედან დავიწყე იმაზე ოცნება,რომ ერთ დღეს  მეც ვიქნებოდი პატარების თვალში უფროს კლასელი და მეც შევიდოდი  ბოლო ზარზე კლასებში საროჩკაზე წარწერების გასაკეთებლად.მახარებდა ის ფაქტი,რომ ერთ დღეს ჩემიც შეშურდებოდათ პირველ კლასელებს და იტყოდნენ ” ამხელა როდის გავხდები-ო ”

სკოლის წლებმა როგორ ,სად ,რანაირად გაირბინეს წარმოდგენა არ მაქვს . სულ მეცინებოდა და ვბრაზდებოდი იმ ფრაზის წარმომთქმელ ადამიანებზე,რომლებიც ამბობდნენ,რომ სკოლა ეხლაა ცუდი,შემდეგ კი ვინატრებთ ისევ მერხზე ჯდომას.

უკვე მეთერთმეტე კლასში ვარ . მეორე სემესტრში ,არ დაივიწყოთ …  უკვე გავიზარდე …სულ მალე სკოლას დავამთავრებ . რადგან  თერთმეტმა წელმა ასე მალე გაირბინა, წელიწად ნახევარიც შეუმჩნევლად გაიპარება …

არ ვიცი სკოლა მომენატრება თუ არა ,ან კლასელები ,მაგრამ  დარწმუნებული ვარ ,რომ ეს ასაკი აუცილებლად მომენატრება .

მომენატრება ,რადგან მენატრება  ჩემი თავი 5-6 წლის ასაკში . მაშინ ყველა მე მეფერებოდა, ყველა თვალებში მიყურებდა, ოღონდ რამე მეთქვა ,მთელი ოჯახი ფეხზე იდგა. მაშინ ჩემს ”მინდას” ფასი ჰქონდა … მაშინ არ მქონდა პრობლემები და სადარდებლები.მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რა მეთხოვა მშობლებისთვის და როდის დაიწყებოდა ტელევიზორში  მულტფილმები ..

ხოდა გავიზარდე .

გავიზარდე და რეალობას შევეჯახე. დავინახე ადამიანები,რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან , მივხვდი რა არის ცხოვრება,პრობლემები,სიყვარული,იმედგაცრუება,ღალატი,დაღლილობა და  გაქცევის სურვილი .

პიტერ პენმა იცოდა,რომ თუ გაიზრდებოდა ბავშობის წლებს ვეღარ დაიბრუნებდა და ამიტომ გადაწყვიტა, მარადიულად თამაშში და გართობაში ყოფილიყო …

სამწუხაროდ,  პატარაობაში ჩემთან არ მოსულა პიტერ პენი და არ უკითხავს მინდოდა თუ არა გაზრდა .

მაგრამ ახლა ,რომ მოვიდეს და მკითხოს,მინდა თუ არა ბავშობაში დაბრუნება,ზუსტად ვიცი რასაც ვუპასუხებ .

8fbb7a224111

Advertisements

2 thoughts on “Old times ..

  1. ყოველთვის მეგონა, რომ სკოლა არ მომენატრებოდა. მაგრამ ხანდახან მართლა გაკლია მერხებშეტყუპებული ჯდომა და დიდი ხნის გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა. სხვა არც არაფერია მოსანატრებელი. უნივერსიტეტში იმდენი ახალი რაღაც ხდება, რომ დროც არ გრჩება უკან მოსახედად… მთავარია სკოლიდან კარგი მოგონებები წაიღო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s