ძაღლები

მე არ მყავს ძაღლები .

მე არ მიყვარს ძაღლები .

ფრაზა ”  ძაღლი თუ არ გიყვარს ,ვერც ადამიანს შეიყვარებ ” სასაცილო და მცდარია. ყველა ის ადამიანი მიყვარს რომელიც იმსახურებს .

ჩემი თუთიყუში კოკოც .

არანაირად არ მიმშვიდებს ნერვიულ სისტემას ძაღლი .

მე არ მიყვარს ძაღლები .

თუმცა დედაჩემს უყვარს ძაღლები ,მეტიც გ ი ჟ დ ე ბ ა !

გუშინ .სახლში დავბოდიალობდი და ლეკვის წკმუტუნმა შემაწუხა. გარეთ შუქი ავანთე და პიდრდაპირ კარებთან იჯდა პატარა შავი ლეკვი და წკმუტუნებდა . კარი გავაღე და შემოვარდა .

კივილით ავძვერი მაგიდაზე და დაახლოებით ნახევარი საათი ფისოსავით მომიწია იქ ჯდომა .

დედაჩემი აღფრთოვანდა ,საჭმელი გამოიტანა და დაიწყო იმაზე ფიქრი,რომელი შამპონით დაებანა ქუჩის ,ჭუჭყიანი ძაღლი ,რომელიც ყარდა.

შემდეგ მიხვდა,რომ ამ ძაღლის დატოვება არ შეიძლებოდა  და ჩემი უკიდეგანო წუწუნის შემდეგ მამაჩემს გაატანა ლეკვი .

დამაფიქრა იმ ფაქტმა,როგორ მოიფიქრა ძაღლა გამოევლო  ჩვენამდე 1 სადარბაზო,შემოსულიყო ჩემთან და პირდაპირ ჩემი კარების წინ დაეწყო წკმუტუნი . სუფთა და საყვარელი,რომ ყოფილიყო ლეკვი ვიფიქრებდი ,ვინმეს ჩემი ”გახარება ” უნდოდა-თქო,მაგრამ ლეკვი ,ნამდვილად ქუჩის იყო .

ადრე გვყავდა ლეკვი ,1 კვირით . დედაჩემის  დიდი სიყვარულის გამო ძაღლების მიმართ გადავწყვიტე,რომ დავთანხმებულიყავი ჩვენს ოჯახში კიდევ ერთი წევრის მატებაზე,ვიფიქრე შევძლებ ,მე ჩემთვის – ის თავისთვის-თქო,მაგრამ შევცდი .

ოჯახში დავაყენე საკითხი , ან მე -ან ძაღლი-თქო და რატომღაც ჩემი თავი არჩიეს 🙂

იმის შემდეგ მორჩა ჩვენს ოჯახში ძაღლზე საუბარი . თუმცა როგორც კი დავტოვებ ჩემს ოჯახს,მაშინვე ვუყიდი დედაჩემს პატარა საყვარელ ლეკვს ) …

მაგრამ ეხლა აქ ვცხოვრობ,ჩემი მშობლების სახლში .

დედაჩემს უყვარს ძაღლები .

მე არ მიყვარს ძაღლები .

ამიტომ ჩვენ არ გვყავს ძაღლები .

იმედი მაქვს არასდროს ,არავინ არ გადაწყვიტავს ჩემს ”გახარებას ” ძაღლებით .

ვმეორდები :

მე არ მიყვარს ძაღლები .

მადლობა !

images

პ.ს სილამაზის აღქმის უნარი მაქვს , ვაღიარებ ,საყვარლები არიან 🙂

Advertisements

4 thoughts on “ძაღლები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s