სტომატოლოგთან .

ამას წინათ კბილი ამტკივდა და იძულებული გავხდი ჩემი ფეხით და ნებით მივსულიყავი სტომატოლოგთან .  ჩემი შიშების შესახებ იცით და არაერთხელ მისაუბრია იმის შესახებ,რომ სანამ კბილის ტკივილი კედლებზე არ გამიყვანს  მანამდე ,არც კი ვფიქრობ სტომატოლოგთან მისვლას.

შევედი სტომატოლოგთან და დამხვდა ზუსტად ის სახეები ,რომლებიც სულ მხვდება ხოლმე. მთელმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ იმაზე დაიწყო ღადაობა,რომ იშვიათი თუმცა ძალიან დასამახსოვრებელი  სტუმარი ვიყავი .

მოვკალათდი სავარძელზე ,გავაღე პირი და ხელში რეზინას ვათამაშებდი ნერვიულობის დასაფარად .

პირველი შოკი იმან მიმაღებინა,რომ სტომატოლოგმა მკითხა რომელ კლასში ხარო მაშინ,როდესაც პირი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაღებული მქონდა და შიგნით უამრავი ბამბა მედო. უკმაყოფილოდ,რომ შევხედე მერე მიხვდა ,რომ მოეკეტა .

მთელი კბილის კეთების პროცესი იმას მიხსნიდა,რომ არ მეტკინებოდა და სტომატოლოგები არ არიან იმდენად საშიშები რამდენადაც მე აღვიქვავ. ეგონა ამით მამშვიდებდა,მაგრამ უარესად დამანერვოზა.

ჩემი მტკივანი კბილის კეთების პროცესი ფინალს,რომ უახლოვდებოდა ოთახში ასე 28-30 წლის ბიჭი შემოვარდა ანერვიულებული ხმით ,ჩემს 15 წლის გოგოს მთელი ღამე კბილი ტკიოდა და  რომ ჩამოვიყვანო თუ მიიღებთო .

სტომატოლოგიურში  მხოლოდ ჩემი კბილის ექიმი და მედდა იყო . გვიანი იყო და ყველა სახლში იყო წასული . ჩემს სტომატოლოგს არ ესიამოვნა ეს კაცი, ჩვენი უბნელი არ არის და ვერ მივიღებ,მაგრამ მაინც ჩამოიყვანოს შვილი იქნებ უცებ რამე მოვუხერხოო.

ჯერ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, რა მნიშვნელობა აქვს  ვინ არის პაციენტი,მაგრამ გავჩუმდი .

ეს კაცი წავიდა შვილს ჩამოვიყვანო,როგორც თქვენ აღარ გინახავთ ისე აღარ გვინახავს არც მე  და არც ჩემს სტომატოლოგს კბილის ექიმთან მოსული ის უცნაური მამაკაცი .

ჩემი კბილი გაკეთდა,წამოვდექი,ფული მივაწოდე მედდას და აღმოჩნდა,რომ ხურდა არ ქონდათ . ჩემს სტომატოლოგთან ერთად მიმღებში  გავედი,რათა მას მოეცი ჩემთვის ხურდა.

გაგიკვირდებათ და  მიმღებში აღარც ის კაცი იყო რომლის შვილსაც მთელი ღამე კბილი ტკიოდა და აღარც ჩემი სტომატოლოგის საფულე (მიკვირს მთლიანად ჩანთა,რომ არ წაიღო ) .

ყველა ანერვიულდა,მეც პირველად შევესწარი ასეთ ფაქტს და ერთადერთი რისი თქმაც მოვიფიქრე ის იყო,რომ  პატრულში დარეკეთ-თქო .

მედდამ შემომხედა ,რომელიც ანერვიულებული იხედებოდა აქეთ-იქით და მითხრა : ”პატრული რას მიშველის? ”

ხმა აღარ ამომიღია . ფული როგორღაც დამიბრუნეს და სახლში წამოვედი .

თქვენთვითონ გამოიტანეთ დასკვნა იმის შესახებ  თუ რატომ არ აპირებდნენ 15 წლის ბავშვის მიღებას მხოლოდ იმიტომ,რომ უბნელი არ იყო.

რატომ მისმევდა სტომატოლოგი არაადეკვატურ კითხვებს შეუფერებელ მომენტში.

რატომ უნდა შევიდეს ადამიანი მსგავსი ტყუილით ექიმთან ,ფულის გამო .

რატომ არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს მსგავს მომენტებში პატრულის იმედი.

მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი ,რომ საქართველოდან აუცილებლად უნდა წავიდე,თორემ ამ დამპალ ქვეყანაში აუცილებლად გავიგუდები,რადგან ჰაერი არ მყოფნის.

მუდამ თქვენი მარიმგა .

560047_534763173223427_848320774_n

4 thoughts on “სტომატოლოგთან .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s