” მამიკო ”

გეგა  19 წლის იყო .ძალიან კარგი გარეგნობა და მანერები ჰქონდა. ილიას უნივერსიტეტის მეორე კურსელი იყო.გოგოების ყურადღება არასდროს აკლდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც  ”მამიკომ” ახალი მანქანა უყიდა.

სწავლით დიდად თავს არასდროს იკლავდა.სკოლაში ”მამიკო”-ს გავლენით  ყველა პატივისცემით ეპყრობოდა და გოგონების ყურადღებასთან ერთად არც ნიშნებთან დაკავშირებით ჰქონია ოდესმე პრობლემა.

გეგას ”მამიკო ” საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო.უამრავი ბიზნესის მმართველი იყო .

ჩვენი მეორე კურსელი გეგა  უნივერსიტეტში ყველაზე ”მაგარ ტიპად ” იყო აღიარებული  .ამბობდა,რომ მას ცხოვრებამ უბოძა ის,რისი მიღწევისთვისაც მისი თანატოლები იბრძოდნენ და არ აპირებდა ისედაც ხანმოკლე ცხოვრება ფუჭად სწავლაში და მუშაობაში დაეხარჯა .

უდარდელი ცხოვრება ჰქონდა გეგას. ხან წყნეთის აგარაკზე აყავდა  მეგობრები და მასპინძლობდა მათ,ხან ზღვის ულამაზეს  ”ბაითში ტუსაობდა” მათთან ერთად .

არასდროს არაფერზე არ ნერვიულობდა. ყოველთვის ყველაფერი მოგვარებული იყო.საერთოდ პრობლემა რა იყო არ იცოდა. მისი ”მამიკო” თვლიდა რომ გეგა  ჯერ პატარა იყო პრობლემებისთვის და ყველაფერს თავის თავზე იღებდა.

გეგას ყველა მინდას ფასი და ძალა ჰქონდა ყველგან ,ყველასთან ყოველთვის . როდესაც ეკითხებოდნენ მომავალში თავის რჩენას რითი აპირებდა პასუხობდა,რომ ”მამიკო”-ს რომელიმე ბიზნესს ჩაუდგებოდა სათავეში . ყველას ეცინებოდა,მაგრამ პირში არავინ ეუბნებოდა,რომ  ბიზნესის მართვას განათლება სჭირდებოდა…

გეგას ბებია ყოველთვის ეუბნებოდა გეგას ”მამიკო”-ს :

– ”ასე ნუ ათამამებ .მერე რა,რომ უდედოს იზრდება.მერე რა ,რომ  7 წლის ნანატრი შვილია. უნდა გამოცადოს ცხოვრებისეული ტკივილები და პრობლემების გადაჭრა უნდა ისწავლოს.  სულ თვალებში არ უნდა გიყურებდეს..ასე კაცად ვერ ჩამოყალიბდება. მუდამ სხვის იმედზე იქნება და ყოველთვის ვიღაცაზე იქნება დამოკიდებული.  უნდა იბრძოლოს იმისთვის,რომ შედეგის  ფასი გაიგოს. უნდა იმუშაოს და გაიგებს რის ფასად მოდის ფული,სახლები,აგარაკები,მანქანები ,კარგი ტანსაცმელი და გემრიელი საჭმელი. თვითონ უნდა მიაღწიოს რამეს და მხოლოდ იმიტომ არ უნდა სცენ პატივი,რომ ის შენი შვილია. ”

ამ დარიგებას გეგას ”მამიკო” ყურდ არ უგდებდა, თვითონ გეგასაც  ბევრჯერ მოუკრავს ყური ბებოს ”ლაყბობისთვის ” .გასცინებია და უფიქრია,დაბერდა ბებია და სისულელეებს ლაპარაკობსო …

დიდ სახლში ,რომელში ცხოვრებაზეც ძალიან ბევრი ოცნებობდა, მხოლოდ  ბებერი, ლაყბობის მოყვარული ბებია ხედავდა ”მამიკოს ” გარეშე დარჩენილი გეგას მომავალს …

69240_506188832757961_441028534_n

პ.ს პოსტი დაწერილია  ქართულის გაკვეთილისთვის .. თემა : ”სტუმრად თანამედროვე ლუარსაბთან ” .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s