გიჟი მარტი

დილით თვალებს ეთამაშები,ხან ერთს გაახელ,ხან მეორეს.. შემდეგ ხვდები,რომ ადგომა აუცილებელია და ეწინააღმდეგები შენს უდიდეს სურვილს,დახუჭო თვალები ,საბანში გაეხვიო და ძილი ტკბილად გააგრძელო …

ფანჯრიდან გარეთ იხედები და  ვერ გაგიგია წვიმს,თოვს და სეტყვა მოდის… მოთმინებით ჩაისუნთქავ ჰაერს და გაიფიქრებ : გიჟი მარტი …

აჩქარებული კადრებით იცმევ ,თმას ივარცხნი ,სარკესთან მიდიხარ და თავი წესრიგში მოგყავს რამდენადაც ეს წამებშია შესაძლებელი ,დილის 8 საათზე. შემდეგ  კარებთან სწრაფად დალეული ყავა ,დამწვარი პირი და გარეთ გადიხარ …

კაპიშონს წამოიფარებ და დაღვრემილი სახით ცდილობ რაც შეიძლება მალე მიხვიდე ტრანსპორტამდე ,რაც შეიძლება ნაკლებად სველი. მითუმეტეს თუ ქოლგის ფუნქცია წლებია დავიწყებული გაქვს ….გარშემო იხედები და ვერ გაგიგია წვიმს,თოვს თუ სეტყვა მოდის… აბა გაზაფხულიაო?!

სკოლაში ერთი და იგივე სახეები ,ერთი და იგივე თემები … ფანჯრიდან იხედები და ვერ გაგიგია წვიმს ,თოვს თუ სეტყვა მოდის.

სკოლიდან მორბიხარ ,რადგან ინგლისურამდე ორი ლუკმით მაინც გინდა წახემსება. უცებ გამოცვლა, 2 ყლუპი ყავა ( ისევ კარებში დალეული ) და კვლავ ამინდი . ვერ გაგიგია წვიმს ,თოვს თუ სეტყვა მოდის…

სახლში ბრუნდები და ერთადერთი რაც თავში გიტრიალებს ისაა,რომ როგორც კი მიხვალ ,მაშინვე  დაიძინებ … მაგრამ მეორე ხმა არ გაძლევს ბედნიერი  ოცნების უფლებას და გახსენებს,რომ შემდეგი დღისთვის სამეცადინო თავზე გაყრია …

სახლში მოდიხარ და ეგრევე ლოგინში ”ეგდები ” .. ვერ იძინებ,რადგან იცი ღამის გათენება მოგიწევს წიგნებთან … გატეხილი ძილი (და არა გული ) ყავა და წიგნები …

შემდეგ შენს საყვარელ  დივანზე კალათდები და ახალი პოსტის ფანჯარას ხსნი.. ფიქრობ,ვის რაში აინტერესებს შენი გიჟური დღე ამ გიჟი მარტის, გიჟურ დღეს… მიზანი თქვენი ინტერესი არ არის ,მიზანი გამოფხიზლებაა.

3 თვეში  8 გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი და  გაგიჟებს ფიქრი იმაზე,რომ სულ ცოტახანში ახლანდელი საგიჟეთი გაორმაგდება…

” ლიჟბი ჩავაბარო ”

” ლიჟბი აქედან წავიდე ”

ვიცი,ნასწავლი მაქვს რამდენი გამოიარეს ჩვენმა მეფეებზე,რომ აქამდე მოვსულიყავით ,მაგრამ მაინც ” ლიჟბი აქედან წავიდე ” … რა ვქნა , არ ვარ პატრიოტი …

პოსტი გადავათვალიერე , იმდენად მეძინება,რომ აღარც მეღიმება .. თავში ერთმა აზრმა გაიელვა,რომელიც ზუსტად 5 დღეა არ მასვენებს და კვლავ ვცადე ამ აზრის ( და აზრის ადრესატის) დავიწყება ….

გარეთ ვიხედები, ვერ გამიგია წვიმს,თოვს და სეტყვა მოდის …

” ოხ, ეს გიჟი მარტი ”

აბა,გაზაფხულიაო?!

1469996_1738730356353034_3184037115834462163_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s