დაიჭირე წამი.

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც , ყველას გვითქვამს,რომ გვინდა წარსულში დაბრუნება. არ აქვს მნიშვნელობა ეს რაიმეს შესაცვლელად  გვჭირდება,თუ უბრალოდ ბედნიერი წამების ხელმეორედ განსაცდელად.

17 წლის ვარ და დღემდე ვაწარმოებ პირად დღიურს ,რომელშიც  ყოველ საღამოს მთელი დღის განმავლობაში კარგი თუ ცუდი ამბების ჩაწერა ჩვევად მექცა .. ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის იმის შესახებ,რომ დღიური ჩემთვის ის ნივთია,რომელსაც სულ თან დავატარებ . ძალიან ბევრჯერ შემიმჩნევია ირონიული ღიმილი იმ ადამიანების სახეზე,რომლებმაც იციან,რომ 17 წლის ვარ და კვლავ ვაწარმოებ პირად დღიურს : ) …

ეს ის საქმეა,რომელიც ძალიან მიყვარს და მომწონს…წერა… და სწორედ ამიტომ ჩემი  სამუშაო ადგილის ერთ უჯრას ჩემი პირადი დღიურები იკავებს . მიყვარს წერის პროცესი,ემოციებისგან ვიცლები.. ალბათ იტყვით,ბლოგზე წერე ,ვინმე მაინც წაიკითხავსო . რაც არ უნდა ანტი თანამედროვე იყოს ჩემი მოსაზრება,მაინც კალამი და ფურცლები მირჩევნია კლავიატურას.

ძალიან მსიამოვნებს,როდესაც  4 წლის წინანდელ ჩანაწერებს ვკითხულობ , ყოველი წაკითხვის შემდეგ ახალ-ახალი ემოციებით ვივსები .. ვიხსენებ იმას, რაც აღარ მახსოვდა. მიხარია,რომ იმჟამინდელი პრობლემა დღეს უკვე ღიმილის უფლებას მაძლევს . ბედნიერ წუთებში დაწერილი ჩანაწერების კითხვა ორმაგად მაბედნიერებს …

მიყვარს ფოტოების გადაღება . ძალიან მიყვარს წამის დაჭერა და მისი გაჩერება .იმიტომ,რომ ეს გაჩერებული კადრია. სწორედ ამ განხრით დავიწყე პირველი სამსახური ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში .

არ ვამბობ,რომ ჩემი მომავალი ფოტოგრაფობას დაუკავშირდება,მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: მე ვიქნები ის მოხუცი,რომელიც გულზე დაკიდებული ფოტოაპარატით ივლის ყველგან და ყოველთვის🙂

როდესაც ფოტოებს ვათვალიერებ გარე სამყაროს ვეთიშები და მთელი ჩემი არსებით ვვარდები წარსულში …

მიყვარს წარსულში ქექვა ..არა იმიტომ,რომ იქ რამე დამრჩა. არა … უბრალოდ წარსული ყოველთვის ტკბილია, რაც დრო გადის უფრო და უფრო ტკბილდება.. დრო ყველაფრის მკურნალია და მწარე მოგონებებიც დროთა განმავლობაში სასიამოვნო მოგონებად  იქცევიან  ხოლმე .

დრო ყველაფრის მკურნალია… სულ მეცინებოდა ამ ფრაზაზე,მაგრამ ახლა მივხვდი,რომ მართალია.

უბრალოდ დროს დრო უნდა მივცეთ ….

1504065_705361682829562_862793267_n

10 thoughts on “დაიჭირე წამი.

  1. მეც ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და რომ გავიგებ ვინმე ხარისხიანი ფოტოების გადაღებითაა დაინტერესებული, რაღაცნაირად კარგ განწყობაზე მაყენებს ☺️☺️😁

    • მეც ასევე ))
      კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მარიმგას ბლოგზე,იმედია ხშირად გიხილავ❤

  2. მგავხარ ^_^ თითქმის ყოველ დღე ვწერ ხოლმე დღიურს. ფურცლები ინახავს ჩემს საიდუმოებას, ემოციებს, ფიქრებს.. საერთოდ ყველაფერს ^_^ ძალიან მიყვარს როცა ტავიდან გადავიკითხავ ხოლმე და აღმოვაჩენ ისეთს რაც აღარც კი მახსოვდა.❤
    ვერასდროს ვერ ვწერ, ვერ გადმოვცემ ჩემს ნამდვილ სათქმელს კომპიუტერით. აუცილებლად ფურცელზე უნდა დავწერო თუარადა აზრი არ აქვს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s