თანამედროვე ” მგზავრის წერილები ”

ამას წინათ 68 ნომერ სამარშუტო ტაქსში ვიჯექი და კოლმეურნეობაზე მივდიოდი. სამარშუტო ტაქსი ჩვეულებრისამებრ გატენილი იყო და ყოველი შეჩერებისას მგზავრების უკმაყოფილო შეძახილები ისმოდა :

– ” ცოტა ფრთხილად,ამხელა ქალი ფეხზე ვდგავარ ! ”

– ” რაღას უჩერებ,ხომ ხედავ ადგილი აღარ არის ” .

-”  თავზე დავისვათ ეს ხალხი?! ”

– ” ღმერთო,რას არ აკეთებენ 80 თეთრის გამო ” ..

ამ ფრაზების მოსმენა ძალიან მახალისებდა  ორი მიზეზის გამო :

1- მე ის იღბლიანი მგზავრი ვიყავი,რომელმაც დაჯდომა მოვასწარი .

2- არანაირი აზრი არ ჰქონდა  მგზავრების ჩხუბს,რადგან მძღოლი იქამდე გააგრძელებდა მგზავრების ამოყვანას,სანამდეც კარი დაკეტვას მოახერხებდა …

როგორც ყოველთვის ყურსასმენები მოვიმარჯვე  ხალხის მოსმენით დაღლილმა და ფანჯარაში დავიწყე ყურება .

გზად საცობი შეგვხვდა და ზუსტად 15 წუთი ვიყავით ავლაბარში გაჩერებულები . ამას კვლავ მოჰყვა მგზავრების წუწუნი და ჩხუბი. მძღოლი მათ არც უსმენდა ,ხელი ფანჯარაში ჰქონდა გადაყოფილი და მშვიდად აბოლებდა სიგარეტს,რის გამოც მორიგი შენიშვნები მიიღო :

– ” ეგ სიგარეტი მაინც გადააგდე, ისედაც იმდენნი ვართ,ჰაერი აღარ არის ”.

– ”მძღოლებს ,რომ ჰკითხო ფული არ გაქვთ,მაგ დასაწვავ სიგარეტს კარგად ყიდულობთ ” ..

ერთ-ერთმა მგზავრმა ვეღარ აიტანა გარშემო გაბატონებული ამაზრზენი სიტუაცია და ჩხუბით დატოვა იქაურობა … ჩასვლის წინ მძღოლიც მიაწყევდა თითქოს და  მისი ბრალი ყოფილიყოს,რომ  ქალაქში საცობებია….

რატომღაც დავინტერესდი ეს ქალი რას იზავდა , ყურსასმენები მოვიხსენი და თვალი გავაყოლე. როგორც კი სამარშუტო ტაქსიდან ჩავიდა,მაშინვე მოიჩხრიკა ჯიბეები,იქიდან  1 მუჭა ბილეთები ამოიღო და ძირს დაყარა …

ქალის ქმედებამ ახალგაზრდა ბიჭის ყურადღება მიიქცია,რომელიც მასთან ახლოს იდგა .ყმაწვილი მივიდი ქალთან,მისი დაყრილი ბილეთები მოხიკა,ქალს მიაწოდა და გაღიმებულმა უთხრა :

– აიღეთ ქალბატონო ბილეთები,დაგივარდათ …

-არ დამვარდნია _ წაეჩხუბა ქალი …

-როგორ არა ქალბატონო,დაგივარდათ . აბა იმდენად უკულტურო ხომ არ იქნებით,რომ თქვენი ქალაქი შეგნებულად დაანაგვიანოთ?

: ))

734681_337831552992454_1589349277_n

4 thoughts on “თანამედროვე ” მგზავრის წერილები ”

  1. ბოლო ნაწილი მომეწონა განსაკუთრებით :)) ჩხუბისა და უკმაყოფილო კომენტარების ნაცვლად, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაფერს ცვლის, ჭკვიანური და თავაზიანი მიდგომა🙂

  2. ყველაზე მაგარი რაც გამიგია ან ბოლოს რაც გამიგია ავტობუსში, ეს იყო რუსთაველზე შუა ასაკს გადაცილებული ქალის კომენტარი: “უიმეეე, რა საშინელი ადგილიაა”😀😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s