ისე ..

თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც სკოლას,გამოცდებს,მასწავლებლებს ,სამსახურს და საგიჟეთს მოვრჩი …მთელი წელი ვოცნებობდი ამ უსაქმურობაზე.

დასვენებისგან დაღლილიც კი ვარ უკვე ,მაგრამ მახსენდება რა გამოვიარე ემოციურად და თითქოს ღმერთს ვებოდიშები უმადურობის გამო🙂

მთელი დღე მძინავს,წიგნებს ვკითხულობ,ფილმებს ვუყურებ,ვუსაქმურობ..მივდივარ იქ სადაც მინდა და მოვდივარ როცა მინდა,არ ვფიქრობ,რომ დროში ვარ შეზღუდული ან სადმე მეჩქარება… ან თუნდაც რამე საქმე მაქვს დასამთავრებელი… ერთადერთი ჩემი საფიქრალი ის არის დღეს რა წავიკითხო,რომელ ფილმს ვუყურო და სად წავიდე…

ვისვენებ ..ჯერ-ჯერობით თბილისში..ცოტახანში დაქალთან ერთად სოფელში წავალ და იქ უფრო გემრიელად დავისვენებ …

ალბათ ამ უსაქმურობით არასდროს დავიღლები… შეიძლება ჩემი ჰობიც იყოს სახლში პიჯამოებით, თმა გაწეწილი ბოდიალი..

ამინდებმა შოკში ჩამაგდეს ,თუმცა იმდენად დამშვიდებული ვარ მგონი ნერვებს ვერაფერი მომიშლის … დღეს წვიმის ხმამ გამაღვიძა და საშინლად მესიამოვნა …

თუმცა ამ უსაქმურობას ერთი დიდი მინუსი აქვს : უამრავი დრო მაქვს ფიქრისთვის და ეს ცოტა არ იყოს არ მომწონს… ჭკვიანურ ფიქრს,რომ დავასრულებ მერე რაღაც სისულელეებზე ვფიქრობ და ხასიათი მიფუჭდება🙂

დიდი ხანია მინდოდა პირადი პოსტის დაწერა,მიყვარს ზოგადად ჩემ თავზე წერა,ეს ხომ  პირადი ბლოგია.რატომღაც აქამდე ვერ მოვაღწიე… სხვისი პირადი პოსტების კითხვაც მიყვარს .. პოლიტიკაზე,შოუბიზნესზე,ამინდზე და მსგავს თემებზე ისედაც მილიონი ადამიანი წერს და საუბრობს და უკვე  ყელში ამოსული და გაცვეთილი თემების კიდევ და კიდევ გამეორება ცოტა არ იყოს უინტერესოა…

ეხლა ჩავუჯდები რამე ფილმს ვუყურებ …

ბედნიერ ზაფხულის დღეებს გისურვებთ !

პ.ს მეოთხე წელი ბლოგი მაქვს და სათაურის შერჩევა მაინც ვერ ვისწავლე🙂

11692638_448753628639968_4894974085285213354_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s