სიბერე.

ყოველთვის ვამაყობდი იმ ფაქტით,რომ ჩემი დიდი ბებია და ბაბუა ცოცხლები იყვნენ .

ძალიან საყვარლები არიან ,ყოველთვის ასეთები იყვნენ,როგორც მამაჩემისგან  ვიცი,მაგრამ დაბერების შემდეგ უფრო საყვარლები გახდნენ.

ბებია უკვე ძალიან დაბერდა და ძვლივს დადის,მაგრამ მაინც ახერხებს ღამეში 2-ჯერ, 3-ჯერ ადგეს და პაპაჩემს შეუმოწმოს საბანი კარგად აფარია თუ არა .

სუფრასთან ყოველთვის ერთად ჯდებიან და ერთმანეთს თეფშზე ხან რას უდებენ,ხან რას. ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე.

ბებიაჩემმა ბოლო 2-3 წელია აიჩემა ჯვარი უნდა დავიწეროთო,იმ ქვეყნადაც ერთად მინდა ვიყოთო.არც ბაბუაჩემი ყოფილა წინააღმდეგი, რატომღაც ყველას გვეცინებოდა ამაზე… დღეს მათი ჯვრისწერის სურათები ვნახე და მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ატირება ფაქტობრივად შეუძლებელია ვიჯექი და პატარა ბავშვივით ვბღაოდი 🙂

თუ შეიძლება,რომ ადამიანმა სიბერეზე იოცნებოს,მაშინ ასეთზე,რადგან ძალიან დიდი ოჯახი და ძალიან დიდი სიყვარული ტრიალებს მათ გარშემო. როდესაც ყველანი ერთად ვიკრიბებით სუფრის თავში ზიან და სიყვარულით სავსე თვალებით გვიყურებენ შვილებს,შვილიშვილებს,შვილისშვილის შვილებს და დიდი იმედი მაქვს,რომ შვილიშვილის შვილიშვილებსაც მოესწრებიან    .

ბაბუჩემი სულ ამბობს,რომ ჩემს ქორწილში უნდა იცეკვოს 🙂
მოკლედ, არ ვიცი რამდენი უნდა ვწერო ,რომ დაგანახოთ რამხელა ბედნიერებაა მათი არსებობა ყველასთვის.
ბებიაჩემი სახლის წინ სკამზე ზის ხოლმე და მელოდება სახლში როდის დავბრუნდები.. ღამე ფანჯარას მიკეტავს,ვინმე არ შემოვარდესო 🙂
ბაბუაჩემი ყოველთვის გარეთ გველოდება,როდესაც იცის,რომ გრემში ჩავდივართ ..
არ მინდა მალე დავბერდე,მაგრამ ნამდვილად მინდა ,როცა დავბერდები,ასეთი ბედნიერი და გახარებული ვიყო

12170593_493999120782613_2069751966_n
Advertisements

2 thoughts on “სიბერე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s