საშემოდგომო…

უკვე ის ამინდებია თბილად ჩაცმას, კარგ წიგნს ან ფილმს, ყავას ან ჩაის,სახლში ჯდომას და ფანჯარაში ყურებას,რომ ითხოვს ^^ ..

მთელი ცხოვრება მეგონა,რომ წვიმას და შემოდგომას ვერ ვიტანდი ,დღეს აღმოვაჩინე,რომ 18 წელი სიცრუეში მიცხოვრია.მართალია ზაფხულის ადამიანი ვარ და ზაფხულზე მეტად წელიწადის არცერთი დრო არ მიყვარს და არ მიხდება,მაგრამ დღევანდელი ამინდი მსიამოვნებს…

ალბათ შენი პატარა ბედნიერება უნდა გყავდეს გვერდით და ამინდზე ფიქრისთვის დრო აღარ დაგრჩება ) …

ამასწინათ ვთქვი,ბლოგისთვის აღარ მცალია,ვეღარ ვწერ და უნდა გავაუქმო-თქო,მაგრამ გამორიცხული ამბავია. მიყვარს ეს პროცესი,თუნდაც ძალიან იშვიათად. მიყვარს ახალი პოსტისთვის ფანჯრის გახსნა და კლავიატურაზე თითების სრიალი.დაწყება მიჭირს ხოლმე,თორემ მერე ვითიშები და ბოლოს ვფხიზლდები,publish-ს ,რომ ვაკლიკებ ^^ ..

იშვიათად ვწერ იმიტომ,რომ დრო აღარ მაქვს , გადავეჩვიე წერას .იყო პერიოდები ,როცა დღეში 2-3 პოსტსაც ვწერდი ,იდეები მომდიოდა და მომდიოდა…. ეხლა იმდენად გადართული ვარ ჩემს აბიტურიენტობაზე,უნარებზე და ათას საშინელებაზე,რომ სხვაზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ .. ალბათ მოვა დრო და ისევ კარგი ბლოგერი გავხდები,მოვიცლი ისევ იმისთვის,რაც ძალიან მიყვარს …

მთავარი საფიქრალი ახლა საატესტატო გამოცდებია,ამის შემდეგ  ეროვნულები და ბოლოს იმ გეგმების განხორციელება,რომლებსაც ამდენი წელი ვაწყობდი . მთავარი შემართება და იმედია.. იმედი იმისა,რომ ყველაფერი კარგად იქნება ^^

ეს ჩემეული პოსტია, იცით როგორი? ლეპტოპი მუხლებზე, მაგიდაზე ყავის ჭიქა, თბილი ტანსაცმელი, გარედან შემოსული წვიმის ხმა და წერა პირადზე..მხოლოდ საკუთარ თავზე.. იმაზე,რაც თავში მომდის… არანაირი ტრაგედიები,პოლიტიკა,სევდა ,სიყვარული,ტირილები,სიცილები… უბრალოდ ყველაფერი ის რაც თავში მომდის…

”Beauty and the briefcase”-ს ვუყურებდი წეღან ,რედაქტორი ეუბნება ჟურნალისტს,ეს ჟურნალი იაფასიანი ბლოგი არ არის,რომელშიც პიჟამოჩაცმულმა შეგიძლიან წეროო…  ხოდა ძალიან მიხარია,რომ მაქვს იაფასიანი ბლოგი,რომელშიც შემიძლია ისე ვწერო,როგორც მინდა .

სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ!

მუდამ თქვენი მარიმგა!

12193674_831329380298105_1689205550159844624_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s