წერილი სანტას …

ძვირფასო სანტა , არასდროს შემიწუხებიხარ წერილებით და თხოვნებით ,ალბათ ამის მიზეზი ის იყო,რომ ძალიან უჟმური ბავშვი ვიყავი და არასდროს მჯეროდა შენი არსებობის..თუმცა მშობლების მიერ ,ნაძვის ხის ქვეშ დამალული საჩუქრები ყოველთვის მახარებდა და სადღაც მაინც ვუშვებდი,რომ რეალური იყავი …

წელს ნამდვილად არ ვყოფილვარ ცუდი გოგო, პირიქით ,მემგონი ყველაზე კარგი გოგო 2015 წელს ვიყავი …

ამის მიზეზი ალბათ ის იყო,რომ კარგად ვიწვნიე რა რთულია შეცდომების გამოსწორება ან გამოუსწორებელ შეცდომებთან ერთად ცხოვრება და ძალიან ფრთხილი ვიყავი .ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრ შეცდომას დავუშვებ,კიდევ ბევრს ვერ გამოვასწორებ,მაგრამ ვეცდები პროცენტულად მაინც შევამცირო და მინიმუმამდე დავიყვანო ეს ამბავი .

პატარაობაში სულ გაზრდაზე ვოცნებობდი.მინდოდა ყველას ვეღიარებინე დამოუკიდებელ და კარგად მოაზროვნე ადამიანად .

აი,უკვე სრულწლოვანი ვარ და აღარ მიხარია ახალი წელი, არც ძველი ხალისით ამიწყვია ნაძვის ხე, არც ძველი ხალისით არ მომირთავს სახლი,არც საჩუქრებს არ ველოდები .უბრალოდ ახალი წელი ერთი ჩვეულებრივი დღესასწაული გახდა ჩემთვის,რომელსაც გვერდს ვერ აუვლი და არ აქვს მნიშველობა გაქვს თუ არა ახალი წლის განწყობა.

ძალიან მინდა მჯეროდეს,რომ არსებობ. მინდა მჯეროდეს,რომ სადღაც ხარ და კითხულობ ამ პოსტს … არაფერს არ გთხოვ .არც ბევრი ფული მინდა,არც დიდი სახლი,არც კარგი მანქანა ან წარმატებული კარიერა.ამ ყველაფერს მეთვითონ მივაღწევ ამის შანსი თუ მექნება …

უბრალოდ ბედნიერებას გთხოვ,მხოლოდ ჩემთვის არა , ყველა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის. მივხვდი,რომ ყველაფერს ფასი ეკარგება თუ შენი საყვარელი ადამიანები და თავად შენ ბედნიერი არ ხარ .ადრე ეს ,რომ ეთქვათ ჩემთვის გავიცინებდი და ვიტყოდი,უბედური როგორ უნდა იყო,როდესაც ყველაფერი გაქვსთქო.

გავიზარდე და მივხვდი,რომ ცხოვრება პატარ-პატარა ბედნიერი მომენტებისგან შედგება და არ აქვს მნიშვნელობა უსულო საგნებს…

2016 წელი ყველაზე მნიშველოვანი წელია ჩემთვის, ამ წელს გადაწყდება ჩემი ცხოვრების ამბები .ამ წელს გაირკვევა ვინ უნდა ვიყო და რა ვაკეთო . ვისთან უნდა ვიყო და ა.შ.უბრალოდ მომეცი ძალა მოვერიო ყველაფერს რაც წინ მელოდება ,მივიღო სწორი გადაწყვეტილებები და არ დავუშვა ის შეცდომები,რაც მთელი ცხოვრება სანანებლად გამიხდება .

ყველას გილოცავთ დამდეგს,ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ყველასთვის. მე მჯერა,რომ სასწაულები ხდება,მჯერა რომ რაღაც თავისით მოდის და ყველაფერს ბრძოლა არ სჭირდება .მინდა,რომ ამის თქვენც იწამოთ, ცუდს ყოველთვის კარგი მოზდევს ..

გილოცავთ .

მუდამ თქვენი მარიმგა …

16741356771808

2 thoughts on “წერილი სანტას …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s