no title …

ტყუილია , დიდ ტკივილზე და სიყვარულზე ვერ საუბრობენ.

შეუძლებელია ამ გრძნობას სიტყვები შეუსაბამო.

ეს ის გრძნობაა ,რომელზეც უბრალოდ გამორიცხულია ადამიანმა ილაპარაკოს,თუ ლაპარაკობს ის არ არის გულწრფელი და მისი გრძნობა მითუმეტეს.

ამაზე ვერც წერ, უბრალოდ ჩუმად ხარ .. ცდილობ ილაპარაკო,დაწერო ,გულიდან ამოიღო,მაგრამ ბოლოს ხვდები,რომ ეს არასდროს გამოგივა და უბრალოდ ნებდები. ხალხს კი ჰგონია,რომ უბრალოდ ფეხებზე დაიკიდე, გაიარა ყველაფერმა და შენს თვალებში ჩამდგვარი სევდა უბრალოდ ნიღაბია,რომლითაც მოდას ჰყვები.ხო,მოდას. ჩვენ ხომ ტკივილის და დეპრესიის საუკუნეში ვცხოვრობთ .

ხალხი… ხალხს ბევრი რამე გონია…  ბოლო პერიოდია  გარშემო ვიხედები და ვხვდები,რომ ყველგან სიყალბეა. ის ადამიანებიც კი,რომლებიც მეგობრები გგონია, ზიან და ელოდებიან როდის დაეცემი,როდის გაიგებენ შენზე ცუდს და ამით საკუთარ მდგომარეობას გააუმჯობესებენ.

ყოველთვის ვამბობ,რომ ესეც აუცილებლად გაივლის.

ახლა არ ვიცი რა ვთქვა,არ ვიცი რა გაივლის და რა არა .

მუდამ თქვენი მარიმგა ❤

11100224_409929492522382_8819743593384180968_n

Advertisements

4 thoughts on “no title …

  1. სამწუხაროა მაგრამ სიმართლეა, თუმცა ის, რომ “ტყუილია , დიდ ტკივილზე და სიყვარულზე ვერ საუბრობენ.” ამაში ვერ დაგეთანხმები, ზოგს შეუძლია, ზოგს როგორც შეუძლია და ზოგს სიტყვებით თუ არ შეუძლია, ხატავს ან ძერწავს, ყოველშემთხვევაში სათქმელს თავისებურად ამბობს, ზოგჯერ ესმით მისი, ზოგჯერ არ ესმით. დაჯერება/არ დაჯერება სხვა თემაა.. მთლიანი პოსტი თითქმის ამაზე იყო მაგრამ რაში გეთანხმები მიხვდებოდი უკვე.. სხვას, პირობითად მეგობარს (არ აქვს მნიშვნელობა) მხოლოდ იმიტომ უხარიათ დანახვა იმის როგორ ეცემი, რომ შემდეგ დარწმუნდნენ რომ მარტონი არ არიან, სხვებიც არსებობენ ვისაც მასავით და ზოგჯერ მასზე ძლიერადაც ტკივათ და თავები ამით დაიმშვიდონ.. მაგრამ გაივლის, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ნათქვამია 🙂 ხოდა მეც, შენც, ისინიც, შევიცვლებით ან შეიცვლება ვითარება და ცხოვრება.. ცალკე პოსტივით გამომივიდა მაგრამ პოსტში იმაზე მეტი ფარ-ხმლის დაყრის ხმაური იყო, ვიდრე რეალურადაა შესაძლებელი ამის გამო დანებება და პესიმისზმში გადავარდნა )) გაიღიმე!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s