”ცუდი ადამიანები”

8 წლის წინ,მაშინ,როდესაც პირველად შემიყვარდა ბიჭი,დედაჩემმა ისე,სხვათაშორის მითხრა,ფრთხილად იყავი,ყველა კარგი ადამიანი არ არისო. ეს იყო და ეს.ამის შემდეგ არასდროს გვილაპარაკია ამ თემაზე. მაშინ მახსოვს, ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა, არ ვიცი რა ვიგრძენი,მაგრამ აშკარად არ მესიამოვნა. იმ დღის შემდეგ ,ყოველთვის მახსენდება დედაჩემის ეს სიტყვები და მიუხედავად იმისა,რომ დიდი დრო გავიდა,ძალიან ნათლად მახსოვს ეს ყველაფერი .

მას შემდეგ ,ბევრმა წელმა და ადამიანმა გაიარა .ჩემი პირველი სიყვარული ცუდი ადამიანი ნამდვილად არ აღმოჩნდა ) …

არ ვიცი დედაჩემმა მხოლოდ ეს ერთი გადაკრული საუბარი რატომ მაკმარა ამ თემაზე.ალბათ იფიქრა ,რომ ერთხელ ნათქვამს გავიგებდი,ან მეთვითონ უნდა გამომეცადა რას ნიშნავს ”ცუდი ადამიანი” …

8 წელი გავიდა და დღემდე ვერ ვისწავლე,რომ მართლა არსებობენ ცუდი ადამიანები .

ერთი ცუდი ჩვევა მაქვს , ვერ ვიტან ადამიანების დაკარგვას.მშლის და შიგნიდან მანგრევს ჩემი ცხოვრებიდან ადამიანების წასვლა.მირჩევნია იყვნენ ისეთი ცუდები,არასწორები,ბოროტები,ოღონდ იყვნენ . და ეს ყველაფერი იქამდე მიდის,რომ თავისით მაინც მიდიან ხოლმე.

მივხვდი,რომ ამ ადამიანების წასვლა გარდაუვალია.არ აქვს მნიშვნელობა შენ გაუშვებ თუ არა,ისინი თავის დროზე ,ან უფრო ადრე მაინც წავლენ .

18 წლის ვარ . ჩემი და დედაჩემის საუბრის შემდეგ 8 წელი გავიდა.დღემდე ვერ გავითავისე,რომ არსებობენ  ცუდი ადამიანები და დღემდე ვერ ვხვდები რა უფრო მტკივნეულია,გაუშვა ისინი შენი ცხოვრებიდან შენივე ნებით თუ თვითონ აიბარგონ და წავიდნენ  )

484936_356726504442484_540346014_n

 

Advertisements

7 thoughts on “”ცუდი ადამიანები”

  1. თავად რომ არ ხარ ცუდი, სხვაშიც ვერ ხედავ ამას, ვერ წარმოგიდგენია, ადამიანმა სიავე თუ შეიძლება გაგიკეთოს 😦 ალბათ, უბრალოდ, ზოგჯერ სიფრთხილეა საჭირო სხვებთან ურთიერთობისას, გული თავიდანვე არ უნდა გადაუშალო უცხოს 🙂 ასაკის მატებასთან ერთად გამოცდილება მოგვემატება და უკეთ შევიცნობთ ადამიანებს წესით

  2. ვერ ვიტან რომ მიდიან. სიკვდილია წასვლა. ყველაზე საშინელებაა. და ყველა წასვლას გადავიტან, ოღონდ მეგობრები ნუ წავლენ, ოღონდ სულის ადამიანები ნუ წავლენ.. ხომ შეიძლება ვიღაც ადგეს და დარჩეს. მაგრამ არა..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s