No title

სასაცილოა,სწავლის გადამკიდე ფაქტობრივად მთელი წელი ვერაფრის დაწერა ვერ მოვახერხე და გამოცდის დღეებში გავხსენი პოსტის ფანჯარა …

სრული სიგიჟეა სწავლა და გამოცდები,უკვე არაადეკვატური და შეურაცხადი ვარ .. იმის მაგივრად,რომ მოტივაცია ამმაღლებოდა და ბოლო დღეებში უფრო მეტი მემეცადინა ,მინუსებში მაქვს უკვე განწყობაც,ხალისიც და მოტივაციაც . უბრალოდ მინდა მალე მორჩეს ეს ორომტრიალი და თბილისიდან გავიქცე .მთელი წელი იმას ვაკეთებ რაც არ მინდა,მაგრამ ვალდებული ვარ . წიგნის კითხვა ,მშვიდად ყავის დალევა,წამოწოლა,ფილმების ყურება და უსაქმურობა მომენატრა კი არა,საშინლად მჭირდება . იმედი მაქვს დამიფასდება მაინც.

უკვე აღარც შედეგები მაინტერესებს და არც ის,რა  როგორ დავწერე.უბრალოდ მინდა მორჩეს და გათავდეს ეს საგიჟეთი.მე არ ვიცი რა იყო აბიტურიენტობა ბებიაჩემის დროს,თუმცა,ჩემი აბიტურიენტობა ნამდვილად არ არის ის წელი,რომელიც მერე უნდა მომენატროს. სწავლასაც ზღვარი აქვს . ბოლო პოზიტივი ის არის,რომ იმედია დამიფასდება ის რაც ერთი წელი ვაკეთე …

ძალიან მომენატრა წერა,ახლაც ენა გადმოგდებული ძაღლივით ვუყურებ პოსტის ფანჯარას, ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი.სკოლა დავამთავრე,ატესტატი ავიღე,ბოლო ზარი და ბანკეტი მქონდა,მნიშვნელოვანი რაღაცები მოხდა და მინდა მოგიყვეთ. განათლების სისტემაზეც სიამოვნებით მოვყვები ერთ-ორ საინტერესო ამბავს,გეტყვით როგორ ტარდება  ესა თუ ის გამოცდა და ა.შ  : ) უბრალოდ ,ფიზიკურად დრო და ნერვები აღარ მყოფნის.

დიდი იმედი მაქვს ,რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე და რაც მთავარია მშვიდობით ჩაივლის,მეც დავისვენებ,დავწყნარდები და კვლავ დავბრუნდები. მანამდე კი წარმატებები მეც და თქვენც.

მუდამ თქვენი მარიმგა .

149862_554343177924817_736369300_n

9 thoughts on “No title

  1. წარმატებებს გისურვებ ^_^
    მერე იქნებ დაგვიბრუნდე, მოენატრე ჩემი ბლოგის სიახლეებს 😂😍

  2. წარმატებები❤ მესმის შენი ძალიან კარგად, მსგავს დღეში ვარ😦 თუმცა ზოგჯერ მაინც ვნახულობდი დროს ჩემი ბლოგისთვის, ოღონდ ძალიან იშვიათად და ღამე ვწერდი😐 მაგრამ აი წერის მუზა სულ გამიქრა ამ გამოცდების გადამკიდე😦 ველოდები შენს აქტიურ დაბრუნებას, ძალიან მომწონს შენი ბლოგი ^_^❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s