სტუდენტი!

პირველი პოსტი უკვე სტუდენტის სახელით!

ცხელი სასწავლო წლის,სირბილის,შიმშილის,უძილობის და სრული ორომტრიალის შემდეგ მოგესალმებათ საქართველოს უნივერსიტეტის პირველ კურსელი,ალასანიას ფილოლოგიის ფაკულტეტის ბედნიერი და კმაყოფილი სტუდენტი!

ამდენი არეულობის შემდეგ ისე დალაგდა ჩემი ცხოვრება ,უკვე მეშინია, რამე ცუდს ხომ არ მიმზადებს ბედი:სტუდენტი გავხდი, ორ დღეში ატესტატსაც მომიბრძანებენ სახლში და ვცხოვრობ სრულ იდელეაში.

ზაფხული მქონდა სასწაულად კარგი,ზუსტად ისეთი როგორიც აწ უკვე ყოფილ აბიტურიენტს შეეფერებოდა. გემრიელად დავისვენე, მთელი წელი გამყვება დასვენებული ადამიანის შეგრძნებები .

შემოდგომამ დაგვიკაკუნა კარზე, გემრიელად აგრილდა უკვე, ცხოვრებაში პირველად მომენატრა ზამთარი,სიცივე, გაყინული ქუჩიდან თბილ სახლში შესვლა და ბევრი თბილი ტანსაცმელი .ოქროსფერი შემოდგომაც ძალიან მიხარია და ზოგადად, ყველაფერი ძალიან მახარებს ! ალბათ ეს ახლად დაბადებული სტუდენტის სინდრომია (იმედია 4 წელი გამყვება ეს შეგრძნებები ) .

ძალიან ბევრი გეგმა მაქვს,ასეთი მოტივირებული არასდროს ვყოფილვარ .ერთი სული მაქვს სწავლა და მუშაობა დავიწყო,დავიღალე უკვე დასვენებით და მინდა ავმოქმედდე.

გული მიგრძნობს კარგი წელი იქნება,განწყობა მაქვს სასწაული და მჯერა,ყველაფერი მაგრად იქნება .

რაც შეეხება ბლოგს,ჩათვალეთ რომ მარიმგა დაბრუნდა!

ნაყოფიერ წელიწადს გისურვებთ ყველას !❤

534122_454058981337096_2114659600_n

6 thoughts on “სტუდენტი!

  1. გილოცავ წარმატებულ სტუდენტობას გისურვებ, მიუხედავად იმისა რომ მე 4 კურსამდე თსუზე წუწუნით მოვედი მაინც ძაან მაგარი რამეა უნივერსიტეტი😀

  2. მეც ახლად გამომცხვარი სტუდენტი ვარ და ზუსტად მესმის რას გრძნობ ^_^ გილოცავ❤ იმედია ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს ეს 4 წელი!!!

  3. რა მაგარია! გილოცავ!! სულ ასეთი განწყობით გაგევლოს სტუდენტობა! წარმატებები❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s