სხვისი პოსტი.

ჩვეულებრივი გოგო ვარო,ამბობს,მაგრამ ხშირად ვამჩნევ მასში არაჩვეულებრივ რაღაცებს და ამის გამჟღავნებისას თავს აქნევს და იღიმის.

არ უყვარს კომპლიმენტები,თავს არაკომფორტულად გრძნობს და ცდილობს არ მოუსმინოს  ჩემს ნათქვამ ”დღეს რა ლამაზი ხარს” .

სითბოს და სიყვარულის გამოხატვა არ უყვარს,დღემდე ვერ ვხვდები რატომ.არასდროს ამბობს სიტყვებს მიყვარხარ,მენატრები,მჭირდები.ამის გამო პროტესტი არასდროს გამომიხატავს,რადგან ერთ გამოხედვაში ვკითხულობ ხოლმე ამ სიტყვებს .სულ იმალება ჩემთან ერთად . თითქოს არ უნდა ჩვენს შესახებ ვინმემ რამე გაიგოს ,არ უნდა ჩვენს ცხოვრებაში  ვინმე სხვა შემოახედოს..

ერთი თვისება აქვს ,უცნაური:როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო და როგორ ძალიანაც არ უნდა ვჩხუბობდეთ,როგორც კი საწყალ სახეს მიიღებს და ოდნავ გამიღიმებს მაშინვე ვჩუმდები.ამას ამჩნევს და მერე იცინის ხოლმე საკუთარი შესაძლებლობებით კმაყოფილი.

იშვიათად იცინის,ხშირად არ ეცინება და როცა ეცინება თავს იკავებს,მაგრამ როცა გაიცინებს ,ვხვდები როგორ უხდება ბედნიერება,ვხვდები რომ ბედნიერი უნდა იყოს.

ძალიან ხშირად ვჩხუბობთ,ფაქტობრივად ჩვენი ურთიერთობა მთლიანად ჩხუბს გულისხმობს.მე ვიწვევ ხოლმე,მომწონს როგორ ბრაზდება,როგორ ჩხუბობს,როგორ იბუტება.მომწონს მისი სახე და ხმა ჩხუბის დროს.მომწონს მისი შემორიგების პროცესი,რომელიც დამიჯერეთ,დიდ პროცედურებთან და დროსთან არის დაკავშირებული. თუ გაბრაზდა მართლა ბრაზდება და იხშობს საკუთარ თავში ყველანაირ გრძნობას და სანამ ბოლომდე არ ამოწურავს ჩემში არსებულ ადამიანურ რესურსებს,მანამდე არ მირიგდება.

არის ხოლმე შემთხვევები იღლება ჩხუბით და თავს მხარზე მადებს,ამოისუნთქავს და იქ ვხვდები,რომ ყველაფერი კარგად არის.

მისი გაჩუმების მეთოდიც ვიპოვე: შუბლზე ვკოცნი ,იღიმის და ჩუმდება .

არ მოსწონს როცა მის მიმართ სიყვარულის გამოვხატავ ან ვეუბნები რომ მიყვარს. არ მინდა გაბანალურდეს ჩვენი ურთიერთობაო ,მეუბნება.

როცა სახლამდე ვაცილებ და ვეხუტები,ვგრძნობ ყველა მის არნათქვამ სიტყვას .ისე მიყურებს ხოლმე,მგონია მემშვიდობება და ბოლოჯერ ვხედავ როგორ მიდის.არ მიკვირს,ჩვენგან ხომ ყველაფერია მოსალოდნელი.

მომავალზე არასდროს მელაპარაკება,არც ხვალინდელ დღეზე დასცდება სიტყვა,არაფერი არ ვიციო ,ამბობს…

უცნაური ხასიათი აქვს: ხან ძალიან  ბედნიერია,ხან ძალიან უბედური და ეს გრძნობები მასში ყოველ ნახევარ საათში ენაცვლებიან ერთმანეთს. რაზეც მგონია ,რომ უნდა მისაყვედუროს იმაზე ხმას არ იღებს ,სამაგიეროდ ისეთ რამეზე გაგიჟდება ხოლმე პირი მრჩება ღია.

უცნაური გოგოა,არ ვიცი ვინმე ბოლომდე იცნობს თუ არა და ამას ხშირად ვეუბნები,მაგრამ მგონია ,რომ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ ,ვინც ყველაზე კარგად იცნობს .ვიცი რას ნიშნავს მისი გამოხედვა,ჩაცინება,თავის გაქნევა,ამოსუნთქვა,თვალების გადატრიალება,წარბის აწევა . ვიცი რას გულისხმობს როცა ამბობს სიტყვებს : არ ვიცი,ვნახოთ , არამგონია და ა.შ. მიყვარხარზე ხშირად, არ მიყვარხარს ამბობს და მე ესეც ვიცი რას ნიშნავს.

გულქვა და უემოციო ჩანს, ხან მეც მგონია ,რომ არაფერს არ გრძნობს და მართლა ყველაფერი ფეხებზე კიდია საკუთარი თავის გარდა ,ჩვენი ურთიერთობის თამადობით .სინამდვილეში ,ყველაზე ემოციური გოგოა თუ ვინმე მინახავს.ამ გოგოს ყველაზე კარგად შეუძლია სიყვარული,რომელსაც არ გამოხატავს.

მიყვარს როგორ ეწევა სიგარეტს.არასდროს არ მომწონდა მწეველი გოგო,მაგრამ ეს რომ ეწევა მსიამოვნებს,მომწონს… ყველა მოძრაობას თავისებურად აკეთებს და როცა ვხედავ მის სახეს კვამლში გახვეულს,მგონია რომ  ეს კვამლი მისი ფიქრებია რომლის შესახებაც მე არაფერი ვიცი .

საკუთარ პრობლემებზე და გრძნობებზე არასდროს მელაპარაკება,მაშინაც კი როცა ვატყობ რომ ცუდად არის.წუწუნს სისუსტედ მიიჩნევს და მისი ცხოვრების მთავარი ამოცანაა ბოლომდე შეინარჩუნოს ძლიერი ადამიანის სახელი.

ერთხელ ტელეფონზე ლაპარაკის დროს,მივხვდი რომ ცრემლებს ყლაპავდა .სულ მაინტერესებდა როგორ ტიროდა,ან ტიროდა თუ არა საერთოდ.დღემდე მახსოვს ის ხმა.ეს იყო იმ გოგოს ხმა,რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ტირის და ამის გამოც საყვედურობს საკუთარ თავს .

ფანჯრის რაფაზე ჯდომა და კითხვა უყვარს.როცა კითხულობს,მინიმუმ სამჯერ უნდა დაუყვირო,რომ  ყურადღება მოგაქციოს,გამოფხიზლდეს. კითხვის და წერის დროს ეთიშება გარე სამყაროს ,მათ შორის მეც,ბიჭს რომელსაც ბავშვობიდან მიყვარს.

ვიხსენებ ხოლმე მის პატარაობას,მაშინ სხვანაირი იყო. არ ჰქონდა ცხოვრება დამუღამებული და უფრო ლაღი იყო,ხშირად იცინოდა,ხუმრობდა,იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა.

დრო ცვლის ადამიანებს,ცხოვრებაც …

მაგრამ მიხარია,რომ არის გრძნობა,რომელსაც წლები ვერ ერევა .

ვფიქრობ ხოლმე, რა იქნებოდა ეს გოგო რომ არ გამეცნო,არ შემყვარებოდა. ალბათ უფრო მშვიდად და ადვილად ვიცხოვრებდი .

დღემდე არ ვიცი ასე ძალიან რატომ მიყვარს,მაგრამ ფაქტია,მისი გადაყვარება არ გამომდის და ეს იცის მან.

იცის და ჩვენთვის მთავარი ესაა:ვიცოდეთ ,რომ ერთმანეთი გვიყვარს .სხვა ყველაფერი სისულელეა.

10170690_829293913834985_3971826110077933792_n

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s