”გარდაცვალებას ჰგავს ნოემბერი”

ყველას თავისი წილი მარიკა სჭირდება.არა  ისეთი,როგორიც სინამდვილეშია,არამედ ისეთი,როგორი მარიკას ყურებაც სასიამოვნოა .

ჩემს დას ნერვებდაწყნარებული მარიკა უნდა,რომელიც არ ყვირის,კარგ ხასიათზეა,უღიმის მის მეგობრებს და მზად არის ყოველთვის მოისმინოს მისი ისტორიები .

დედაჩემს ბედნიერი მარიკა უნდა.შვილი რომლის უხასიათობა მისი სადარდებელი არ იქნება .დედის მთავარი ბედნიერება ხომ შვილის სახეზე ბედნიერი ღიმილის დანახვაა.

მამაჩემს საამაყო შვილი უნდა,რომელთან ერთადაც ამაყი სახით ივლის და არასდროს შერცხვება იმის თქმა ,რომ მარიკა მისი შვილია .

ჩემს მეგობრებს ის ძლიერი მარიკა უნდათ ,წლების განმავლობაში რომ იყო:პრობლემებს ძლიერი სახით ხვდებოდა, არავის არაფერს არ არჩენდა, ამაყი იყო და არასდროს არ ვარდებოდა დეპრესიაში სისულელეების გამო .

ბებიაჩემს,ბაბუჩემს,ბიძაჩემს,ბიცოლაჩემს და ბლაბლაბლა…..  ხო ,მათაც საამაყო მარიკა უნდათ,სუფრასთან მომღიმარი სახით  მჯდარი .ხო,ნაკლებად მოლაპარაკე,რომ რამე ‘მწარე ‘ არ წამოსცდეს ხალხში …

ლექტორებს პუნქტუალური,კრეატიული,ენერგიული და მობილიზირებული სტუდენტი უნდათ ,იგივე უნდოდათ მასწავლებლებსაც…მარიკაში ჩადებული შრომა რომ მოემკათ ოდესმე …

ჩემი ბლოგის მკითხველებს აქტიური მარიკა უნდათ ,უყვართ მისი პოსტების კითხვა და წელიწადში ორჯერ მოგდებული პოსტი არც თუ ისე სახარბიელო საქმეა. ხო,თან ნაკლებად სევდიანო პოსტების მწერალი მარიკა არ იქნებოდა ურიგო. ყველას საკუთარი პრობლემები აქვს და აქ , ამის წუწუნი იკითხე და შენს სევდას მისი დაამატე კიდევ …

ბიჭებს მხიარული მარიკა უნდათ ,ცოტა ყრუ, ცოტა ბრმა ,ცოტა სულელი,ცოტა მოშტერო,მაგრამ საყვარელი.ხო,ყველაფერზე ყურადღების გამახვილება რა უბედურებაა, რა არის . რომელი საუკუნეა ბოლოს და ბოლოს ….

ჩემი ბოლო ურთიერთობის გმირს მარიკას გარეგნობის მქოდე ‘ძაღლი ‘ უნდოდა : მარიკა,რომელიც დებილივით თავს დაუქნევდა ყველაფერზე და დაძახებისას კუდის ქიცინით ,ბედნიერი გაეშურებოდა მისკენ  ..

ჩემს მეზობლებს და უბნელებს ცოტა მომღიმარი გოგონა უნდათ: რა უბედურებაა ეს უჟმური სახით სიარული მთელი დღე,გაიღიმე,შვილო  .

ხალხს რასაც მიაჩვევ, იმას მოითხოვენ შენგან, ყოველთვის .

სხვას მართლა არასდროს არ შეაწუხებს ის,რასაც შენი,საკუთარი ტკივილი ჰქვია. შეაწუხებს კი არა , არც კი გაპატიებს შენს წუხილს,გაგამტყუნებს,ეს რატომ გტკივაო, გეტყვის ..განა იმიტომ,რომ ვინმეს არ უყვარხარ ან არ უნდა ,რომ გაგიგოს. არა , უბრალოდ ადვილია სხვის ცხოვრებაზე საუბარი.მეც ბევრჯერ მომიგვარებია წამებში სხვისი პრობლემები .

გიყურებენ,გიყურებენ,შეეცდებიან გაგიგონ,დაგამშვიდონ,მოგიგვარონ რაღაც ,მაგრამ ბოლოს მიეჩვევიან ,რომ ‘რაღაც ვერ ხარ  ხასიათზე ‘ და მორჩა .

სოციუმის ჩართულობა აფუჭებს ყველაფერს:მეგობრობას,სიყვარულს,სიხარულს,ტკივილის… ყველაფერს ..

და ყველაზე ცუდი ის არის ,როცა სხვაზე ვერ ბრაზდები…როდესაც იცი,რომ კონკრეტული პიროვნების ბრალია რაღაცები,ადვილია გადატანა და შეგუება … საკუთარ თავზე გაბრაზებაა გარდაცვალების მსგავსი …..ჯდები და ხვდები,რომ ყველაფერი შენი ბრალია და მოგვარების იმ გზებს ეძებ,რომლებიც,რეალურად საერთოდ არ არსებობს .

”გარდაცვალებას ჰგავს ნოემბერი ‘ …

ყოველი თვე ,კვირა,დღე და წელი იქნება გარდაცვალების მსგავსი თუ რაიმე არ შეიცვლება …

ადრე პოსტებს ამ ფრაზებით ვასრულებდი : ”ესეც გაივლის ” , ” ყველაფერი კარგად იქნება ” …

დეკემბრის პირველ საათებს გილოცავთ და გისურვებთ ,არასდროს არ შემოიჭრას თქვენში ის სუსხი,რომელიც ამ თვეს ახლავს თან …

მუდამ თქვენი მარიმგა …

15078649_1066756760088698_3300930860635072260_n

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s